სამონტაჟო ჯგუფების ხელმძღვანელი

თბილისი სრული განაკვეთი არქიტექტორული კომპანია არგო
ხელფასი: 1200
მართვის მოწმობა: B
ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი: მოწყობილობების მონტაჟი/მხარდაჭერა/შეკეთება

არქიტექტურული სისტემების კომპანია ,,არგო'' აცხადებს ვაკანსიას სამონტაჟო ჯგუფების ხელმძღვანელის პოზიციაზე.

დამსაქმებლის შესახებ:

კომპანია ,,არგო'' არის ევროპული ბრენდის ALUMIL S.A-ს, ავტორიზებული დისტრიბუტორი და ლიცენზირებული გადამამუშავებელი საქართველოში. კომპანია ახორციელებს შემინვის, კარ-ფანჯრებისა და საფასადე სისტემების საშუალო და დიდ პროექტებს.

მოთხოვნები:

  • ორგანიზებული და დეტალების მიმართ ყურადღებიანი;
  • შრომისმოყვარე, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • B-კატეგორიის მართვის მოწმობა
  • პირადი ავტომობილი
  • სასურველია სამშენებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება.

ძირითადი მოვალეობები:

  • სამონტაჟო ჯგუფების ობიექტებზე განაწილება
  • გაუთვალისწინებელი შემთხვევების პირობებში მათი მოგვარება დისტანციურად ან ადგილზე მისვლით
  • ჩატარებული სამოშაოს აღწერა და კონტროლი

სამუშაო საათები და ანაზღაურება:

ორშაბათი-პარასკევი (10:00-18:00)

ყოველი მეორე შაბათი (10:00-18:00)

ფიქსირებული ანაზღაურება - 1200 ₾

ბონუსი: გამომუშავებით დასრულებული პროექტების მიხედვით.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მეილზე: t.kobakhidze@argo-ltd.ge