მექანიკოსი

თბილისი სრული განაკვეთი ვაკო მოტორსი
მივლინება: არა
ენები: ინგლისური, რუსული
ავტო-მოტო სერვისი: მძიმე/სატვირთო/სამშენებლო ტექნიკის მექანიკოსი
შპს "ვაკო მოტორსი"  2009 წლიდან მოღვაწეობს ბაზარზე და ერთ-ერთი ლიდერია საქართველოში სატვირთო მანქანების ინდუსტრიაში. კომპანია "DAF"-ის ოფიციალური დილერია საქართველოში და 60-მდე პრემიუმ ხარისხის ევროპულ ბრენდს სთავაზობს თავის მომხმარებელს. 
 
კომპანია სამი მიმართულებით ავითარებს თავის ბიზნესს: 
  • სატვირთო ავტონაწილები და ავტოსერვისი;  
  • "შევრონის" საავტომობილო ზეთები; 
  • სატვირთო ავტომანქანის საბურავები;  
  • სატვირთო ავტომანქანების რეალიზაცია. 

კომპანია დასაქმებულებს სთავაზობს: 

  • ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას (არდი);  
  • შვებულების გარდა დამატებით 10 Day Off-ს წელიწადში;  
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; 
  • ტრენინგებს საქართველოში და საზღვარგარეთ; 
  • კორპორატიულ და გუნდურ ღონისძიებებს. 
 
შპს "ვაკო მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას მექანიკოსის პოზიციაზე: 
 
 
სამუშაო ფუნქციები: 
  • სატვირთო მანქანებზე სარემონტო სამუშაოების ჩატარება; 
  • სატვირთო მანქანების დაზიანებული ნაწილების შეკეთება ან ახლით შეცვლა; 
  • სატვირთო მანქანებზე ზეთებისა და ფილტრების გამოცვლა; 
  • საჭიროებიდან გამომდინარე შესაბამისი ნაწილის მაღაზიიდან გამოტანა/მონტაჟი; 
  • უსაფრთხოების ნორმების დაცვა სამუშაო პროცესში. 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • საურველია სატრანსპორტო საშუალებების სარემონტო სამუშაოების ჩატარების გამოცდილება, თუმცა გამოცდილების არ ქონის შემთხვევაში, საქმეს ადგილზე შეგასწავლით;  
  • სასურველია სატვირთო მანქანების სფეროს ცოდნა; 
  • სასურველია ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.  
 
 
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი ან CV ელ-ფოსტაზე: HR@vakomotors.ge  სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის სახელწოდება:  "მექანიკოსი". 
 
შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე. 
 
„ვაკო მოტორსი“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.  
 
გისურვებთ წარმატებებს!