კომპანია “NBN GROUP” აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგისა და პიარის მენეჯერის პოზიციაზე ბათუმში.
სასტურო “NBN” და რესტორანი „რუსთაველი“ არის "NBN GROUP”-ში შემავალი შვილობილი კომპანიები.
ძირითადი მოვალეობები:
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სასტურო “NBN” და რესტორანი „რუსთაველი“ არის "NBN GROUP”-ში შემავალი შვილობილი კომპანიები.
ძირითადი მოვალეობები:
- სრული მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა და იმპლემენტაცია;
- ბაზრის ანალიზი;
- კომპანიის ბრენდის განვითარებაზე და ცნობადობის გაზრდაზე ზრუნვა;
- შესრულებული და დაგეგმილი მარკეტინგული აქტივობების/ სამუშაოების შესახებ რეპორტების მომზადება;
- გაყიდვების ზრდის უზრუნველყოფა მარკეტინგული აქტივობების საშუალებით;
- უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება;
- ყველა ნეგატიური კომენტარის ავტორთან გასაუბრება და უკუკავშირის მიღება, შემდგომში მათი პრევენციის მიზნით;
- მედიასთან და სარეკლამო სააგენტოებთან კომუნიკაცია;
- Booking.com, expedia.com, tripadvisor.com და სხვა OTA გასაყიდი არხების უშუალო ზედამხედველობა;
- მომსახურების სტანდარტების ცოდნა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების/მარკეტინგის მიმართულებით
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა
- ინგლისური და რუსული ენის ცოდნა.დამატებით სხვა ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1წლიანი გამოცდილება .
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- კრეატიულობა და ინოვაციურობა;
- შემოქმედებითი აზროვნების უნარი;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
- სამუშაო დროის ეფექტურად მართვის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ კონკურენტუნარიან ანაზღაურებას და მშვიდ, მეგობრულ გარემოს.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2023 წლის 2 თებერვლამდე CV გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე hr@nbngroup.ge და სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი.