მოლარე/მზარეული

თბილისი სრული განაკვეთი KFC
განათლება: საშუალო განათლება
სასტუმრო/რესტორანი/კვება: სწრაფი კვების თანამშრომელი

KFC (Iberia Food Company) აცხადებს ვაკანსიას: რესტორნის გუნდის წევრი.

KFC (Kentucky Fried Chicken) ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სწრაფი კვების რესტორნების ქსელი, რომელიც სპეციალიზირებულია ქათმის ხორცის მიმართულებით. პირველი KFC-ის რესტორანი გაიხსნა 1952 წელს ამერიკაში, დღეს კი ის უკვე 120 ქვეყანაზე მეტშია წარმოდგენილი 20 000-მდე რესტორნით. საქართველოში KFC-ის პირველი რესტორანი 2014 წელს გაიხსნა. და უკვე გახსნილია 11 ბრწყინვალე რესტორანი როგორც თბილისში ასევე რეგიონებში.
თუ თქვენ ხართ კომუნიკაბელური, პოზიტიური, პასუხისმგებლიანი, მეგობრული, და ენერგიული- კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კომპანია KFC-ში! თქვენ აქ გელოდებათ საინტერესო სამუშაო, მრავალფეროვანი გამოცდილება, ბევრი მეგობარი, კარიერული წინსვლა და კომფორტული სამუშაო პირობები!

სამუშაო პირობები:

  • ანაზღაურება: 1000 ლარიდან;
  • ბონუსები შესრულებული სამუშაოს შედეგების მიხედვით;
  • სრული განაკვეთი ( მცოცავი გრაფიკი თქვენი სურვილისამებრ);
  • სტუდენტებზე ხელშეწყობა ცხრილში;
  • განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობა მასშტაბურ საერთაშორისო კომპანიაში

ბენეფიტები:

  • დაზღვევა,
  • საღამოს ცვლაში კორპორატიული ტაქსით სარგებლობა;
  • კვებაზე ფასდაკლება;
  • ფიტპასი (სურვილის შემთხვევაში).
  • საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • მინიმუმ საშუალო განათლება;
  • ქართულად გამართულად და თავისუფლად მეტყველება და წერა.

ფუნქცია/მოვალეობები:
მზარეული:

  • კერძების მომზადება;
  • სტანდარტების დაცვა;
  • სისუფთავის დაცვა რესტორანში.

მოლარე:

  • სტუმრების მომსახურება;
  • სალარო ოპერაციების შესრულება;
  • ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების წარმოება;
  • სტანდარტების დაცვა;
  • სისუფთავის დაცვა რესტორანში;


გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი СV მეილზე: hrkfc@ifc.ge ან მიხვიდეთ თქვენთვის სასურველ ფილიალში და შეავსოთ ადგილზე ანკეტა.