პროგრამის ოპერატორი

თბილისი სრული განაკვეთი ნოვა
განათლება: ბაკალავრი
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: საწყობი
სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია “ნოვა” (www.NOVA.ge ) აცხადებს ვაკანსიას პროგრამის ოპერატორის პოზიციაზე თბილისში;  

კომპანია დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა თანამშრომელს და დასაქმების კანდიდატს რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. პოლიტიკა ძალაშია დასაქმების ყველა პირობის შემთხვევაში, მათ შორის: დაქირავების, დაწინაურების, ხელშეკრულების გაფორმების, კომპენსაციის, პროფესიული განვითარების და ა. შ. 
 
ძირითადი ფუნქცია მოვალეობები: 
  • სასაწყობე და საწარმოო ოპერაციების პროგრამული აღრიცხვა / კონტროლი;  
  • საქონლის საწყობში მიღებისას, ინფორმაციის პროგრამაში ასახვა და ინფორმაციის საწყობის პერსონალთან გაცვლა;  
  • ტვირთების მოძრაობისთვის საჭირო დოკუმენტაციის მიღება, დამუშავება და მომზადება;  
  • ტვირთების მოძრაობის კონტროლი (პროგრამულად პროდუქციის მიღება-გაცემის დასტური);  
  • რეალიზაციის პირველადი დოკუმენტაციის (სასაქონლო ზედნადები) შედგენა;  
  • საწყობში შემოსული პროგრამული შეკვეთების საწყობისთვის დროულად მიწოდება;  
  • წუნდებული პროდუქციის მართვა (დოკუმენტაციის შედგენა);  
  • მოთხოვნის საფუძველზე, უშუალო ხელმძღვანელის თანხმობით, საჭირო ინფორმაციის გადაცემა სხვა სტრუქტურული ერთეულისთვის: მიმდინარე ნაშთები ინვენტარიზაციისთვის, საწყობში ტვირთების შემოსვლის მოსალოდნელი პერიოდები, რაოდენობები და ა.შ.  
  • ზეგანაკვეთური ანაზღაურების აღრიცხვა-წარმოება (ინფორმაციის სათანადო წესით აღრიცხვა);  
  • უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.  
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:  
  • განათლება საბუღალტრო, ეკონომიკური ან ფინანსების მიმართულებით სასურველია;  
  • ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;  
  • საოფისე პროგრამების (Excel, Word)) კარგად ცოდნა;  
  • სასურველია რომელიმე ბუღალტრული პროგრამის ცოდნა;  
  • RS.ge-ზე მუშაობის გამოცდილება სასურველია;  
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სასურველია.  
  
პიროვნული თვისებები:  
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;  
  • დისციპლინირებულობა;  
  • პედანტურობა;  
  • გუნდური მუშაობის უნარი;  
  • თავაზიანობა.  
  
ანაზღაურება – კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე შეთანხმებით;  
სამუშაო გრაფიკი - სრული;  
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 8 თებერვალი 
  
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე hr@nova.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება “პროგრამის ოპერატორი”. 
  
დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს.  
 
პირის მიერ რეზიუმეს, ე.წ. CV-ის გამოგზავნა, რომელიც „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შეიცავს პერსონალურ, მათ შორის შესაძლოა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს გულისხმობს, კომპანიის უფლებამოსილი პირ(ებ)ისთვის, რეზიუმეში მოცემული პერსონალური ინფორმაციის წვდომაზე დასტურს,  ამ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და გარკვეული პერიოდით შენახვის მიზნით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა.