გაყიდვების ანალიტიკოსი

თბილისი სრული განაკვეთი ბიდი პლიუსი (Compact)
მივლინება: არა ხელფასი: 800
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
გაყიდვები: გაყიდვების ანალიტიკოსი
შპს ბიდი პლიუსი წარმოადგენს სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც არის ოფიციალური, ექსკლუზიური პარტნიორი შემდეგი ბრენდების: Ultra Compact / Happy Fresh (ბავშვისა და პერსონალური მოვლის საშუალებები, საოჯახო ქიმია), Olivia/Orlena/Matte Nail Enamels (ფრჩხილის ლაქი, დეკორატიული კოსმეტიკა),  Sanfor / Sanita / Santex (საყოფაცხოვრებო მოვლის საშუალებები), Bea (ხელის მყარი საპონი სხვადასხვა ხილის ექსტრაქტებით) და ა.შ 
კომპანია წლებია წარმატებულად თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან მწარმოებლებთან და ქართველ მომხმარებელს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის პროდუქციას, სრულიად საქართველოს მასშტაბით. 

კომპანია აცხადებს გაყიდვების ანალიტიკოსის ვაკანსიას: თბილისში: 

პირობები: 
  • გამოსაცდელი პერიოდი 3 თვე 
  • სამუშაო ადგილი: თბილისი, დ. ჯაბიძის ქ.8 
  • სამუშაო  განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი. 8:30-18:00 სთ.) 
  • ანაზღაურება: ფიქსირებული  800 ლარი, გამოსაცდელ პერიოდში. 
 
ძირითადი მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება  
  • კომპიუტერული პროგრამების: Excel - მაღალ დონეზე (აუცილებელია) 
  • სასურველია ,,FMG დიტრიბუცია’’ პროგრამის ცოდნა 
  • მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება 
  • ინგლისური და რუსული ენის ცოდნა 

ძირითადი მოვალეობები: 
  •  ყოველდღიური, ყოველკვირეული და ყოველთვიური რეპორტების მომზადება გაყიდვების გუნდისთვის ; 
  • შემაჯამებელი რეპორტების და პრეზენტაციების მომზადება მენეჯმენტისთვის; 
  • გაყიდვების სტრუქტურის ანალიტიკა, ძლიერი და სუსტი მხარეების მათემატიკური გამოვლენა, ციფრებში ასახვა და საქმიანობის ეფექტურობის განსაზღვრა - ბრენდების და პროდუქტების დონეზე; 
  • პრომო აქტივობების პროგრამული ადმინისტრირება, შედეგების ანალიტიკა და ეფექტურობის განსაზღვრა/რეპორტინგი; 
  • პროცესების სისტემატიზაციაზე ზრუნვა; 
  • თანხის შემოდინების და დებიტორული დავალიანების რეპორტინგი; 
  • რეპორტინგი მომწოდებლებთან 
  • სხვადასხვა სახის ანალიტიკური რეპორტის მომზადება ხელმძღვანელის მოთხოვნებიდან გამომდინარე 

პიროვნული უნარები და თვისებები: 
  • ორგანიზებულობა; 
  • დროის მენეჯმენტი; 
  • დეტალების მიმართ ყურადღებიანობა; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • რამდენიმე საქმის კოორდინირებულად შესრულების უნარი; 
  • პუნქტუალურობა. 
 
 დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი cv შემდეგ მისამართზე hr@bdplus.ge   
 31 იანვრის   ჩათვლით. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატურებთან. 
 ელექტრონული ფოსტის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც მოგვმართავთ. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემების განხილვა არ მოხდება.  
გისურვებთ წარმატებას!