ექსპერტ-შემფასებელი

თბილისი სრული განაკვეთი ნიკორა ტრეიდი
მივლინება: არა
ენები: ინგლისური, რუსული მართვის მოწმობა: B
სამშენებლო, უძრავი ქონება: უძრავი ქონების ექსპერტი/შემფასებელი
 სს „ნიკორა ტრეიდი“  ბაზარზე  მრავალრიცხოვანი ქსელით არის წარმოდგენილი, რომლის შემადგენლობაში შედის  „ნიკორა სუპერმარკეტისა“ და „ლიბრეს“ სავაჭრო ობიექტები. ამ ეტაპისათვის კომპანია ფლობს 400-ზე მეტ სავაჭრო ფილიალს მთელი საქართველოს მასშტაბით და არის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური დამსაქმებელი საქართველოს ბაზარზე.
კომპანიის მთავარი მიზანია - თანამშრომლების კარიერული ზრდისა და განვითარების ხელშეწყობა, გაფართოებისაკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლების ერთგულების მოპოვება.  ჩვენი  გუნდი  6000-ზე მეტ  თანამშრომელს  აერთიანებს. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის   ეწვიეთ ჩვენს გვერდს www.nikorasupermarket.ge 

სს „ნიკორა ტრეიდი“ აცხადებს  ვაკანსიას ექსპერტ-შემფასებლის პოზიციაზე ქ. თბილისში

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • კომპანიაში მიმდინარე პროექტების ფარგლებში შესაფასებელი უძრავი ქონების იურიდიული მდგომარეობის დადგენა;
  • შესაფასებელ ქონებაზე ინფორმაციის მოკვლევა, ანალიზი და ანგარიშის მომზადება;
  • შესაფასებელი ქონების ექპერტიზა/ინსპექტირება;
  • დამტკიცებული პროექტების შემდგომი განხორციელება შესაბამის სამსახურებთან კოორდინირებული მუშაობით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია უძრავი ქონების შემფასებლის სერტიფიკატი;
  • უძრავი ქონების ბაზრის ტენდენციებისა და ფასების ცოდნა;
  • ექსპერტ-შემფასებლად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (უძრავი ქონების სააგენტოში, საფინანსო, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში);
  • სამშენებლო პროექტებზე მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების საბაზისო დონეზე ცოდნა; 
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომობილი.

პროფესიული უნარ-ჩვევები:
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ინფორმაციის სტრუქტურირების უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე - jobs@nikoratrade.ge  და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - „ექსპერტ-შემფასებელი“.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის  ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გისურვებთ წარმატებას!