„4Hospitals“ სამედიცინო კომპანიაა, რომელიც 2014 წლიდან ახორციელებს სამედიცინო პროდუქციისა და სერვისის მიწოდებას კლინიკებისთვის. კომპანიის განაცხადია: ,,ხარისხი პროცესის თითოეულ ეტაპზე’’ - შესაბამისად კომპანიის საქმიანობა ეფუძნება თანამშრომლებთან და კლიენტებთან გრძელვადიანი პარტნიორობის პრინციპებს.
კომპანია „4Hospitals“ - აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
განაკვეთი: სრული
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- საწყობში სამუშაო პროცესის სწორად წარმართვა;
- სასაწყობე ფართის სწორად დაგეგმვა-გამოყენება და საწყობში არსებული პროდუქციის მონიტორინგი (რაოდენობა, მდგომარეობა, სწორი განლაგება);
- საქონლის აღრიცხვა, მიღება-დასაწყობების და ჩატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების ორგანიზება
- შეკვეთების აგროვება და შესაბამისი დოკუმენტაციის აწყობა.
- ტვირთების მოძრაობისთვის საჭირო დოკუმენტაციის კონტროლი, როგორც პროდუქტის მიღებისას, ასევე გაცემისას.
- მარაგების კონტროლი და შევსება.
- შესაბამისი პროგრამული ოპერაციების განხორციელება და პერიოდული რეპორტინგი ფინანსურ დეპარტამენტთან;
- საწყობის მუდმივი წესრიგის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები:
- აუცილებელია მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება საწყობის მენეჯერის პოზიციაზე;
- ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
- აუცილებელია Excel-ის და საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
- შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა, ორგანიზებულობა;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- დროის მართვის უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა;
ჩვენ გთავაზობთ: ჯანსაღ, კომფორტულ, მეგობრულ და მაღალი კორპორატიული კულტურის სამუშაო გარემოს, კარიერული განვითარებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგების შესაძლებლობას, ჯანმრთელობის დაზღვევას და რაც მთავარია, შრომის ანაზღაურების კონკურენტულ პირობებს, კანდიდატის ინდივიდუალური გამოცდილებიდან გამომდინარე;
თუ ვაკანსიის პირობები თქვენთვის საინტერესოა, გამოგვიგზვანეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: info@4hs.ge არა უგვიანეს 2022 წლის 31 დეკემბრისა.გთხოვთ, ,,subject’’-ის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
4Hospitals გისურვებთ წარმატებას!