მონტაჟის სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი ნეოტექი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: 1 - 2 წლამდე მართვის მოწმობა: B
ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი: მოწყობილობების მონტაჟი/მხარდაჭერა/შეკეთება
კომპანია «ნეოტექი» უსაფრთხოების სისტემების ბაზარზე 2005 წლიდან ოპერირებს. კომპანიამ არსებობის მანძილზე წარმატებული საქმიანობით შეძლო უსაფრთხოების სისტემების ბაზარზე წამყვანი პოზიციების დაკავება, ხარისხზე ორიენტირებული კომპანიის სახელის მოპოვება და სამართლიანად ითვლება ამ ბაზარზე ლიდერ კომპანიად. კომპანიის საქმიანობის მთავარ მიმართულებებს წარმოადგენს ვიდეოსათვალთვალო, დაცვით-საგანგაშო და სახანძრო სიგნალიზაციების, ხანძარქრობის, საკონფერენციო, გახმოვანების, შეზღუდული დაშვების, სუსტ დენებზე დაფუძნებული სხვა სისტემების პროექტირება, მონტაჟი და ინსტალაცია. კომპანია უსაფრთხოების სისტემების მწარმოებელი რამოდენიმე მსოფლიო ლიდერი ბრენდის ავტორიზებული დილერია და საქართველოში მათი პროდუქციის რეალიზაციას ახორციელებს. კომპანიის მფლობელობაში არსებული მრავალი სერტიფიკატიდან აღსანიშნავია შემდეგი საერთაშორისო სერტიფიკატები:  
ხარისხის მენეჯმენტის ISO 9001:2015, რაც ადასტურებს კომპანიის მენეჯმენტის და სტრუქტურის შესაბამისობას საერთაშორისო სტანდარტებთან;  
სამუშაო გარემოს ჯანმრთელობის და უსაფრთხოების მენეჯმენტის ISO 45001, რაც ადასტურებს კომპანიის მიერ შექმნილი შრომითი გარემოს შესაბამისობას საერთაშორისო სტანდარტებთან;  
 
კომპანია «ნეოტექი» დასაქმებულებს სთავაზობს სტაბილურ სამუშაო გარემოსა და პროფესიული ზრდის შესანიშნავ საშუალებას და აცხადებს ვაკანსიას მონტაჟის სპეციალისტის პოზიციაზე. 
 
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი ბოხუას ქუჩა #4 
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:00 სთ; შაბათი 10:00– 13:00სთ; 
 
 ფუნქცია - მოვალეობები: 
  • სამონტაჟო ტექნიკური პროცესების შესრულება სტანდარტული საოპერაციო პროცედურების მიხედვით:   
  • შდს მთავარი ინჟინერისგან მიღებული ნახაზისა და მითითებების შესაბამისად  ავტომატური კარის, ტურნიკეტის, შლაგბაუმის და ა.შ. სამონტაჟო სამუშაობის შესრულება; 
  • ტექნიკური  უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვა; 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • განათლება ნებისმიერი (ტექნიკური ჩაითვლება უპირატესად); 
  • აუცილებელი მოთხოვნაა B კატეგორიის მართვის მოწმობის ქონა; 
  • სასურველია მსგავს სამუშაოზე მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 1 წლისა; 
  • ელექტროხელსაწყოების მართვის ცოდნა; 
 
პიროვნული თვისებები/უნარ-ჩვევები: 
  • თავაზიანობა; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • შრომისმოყვარეობა; 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა; 
  • დროის მართვის უნარი; 
 
 
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე(CV) ელ.ფოსტაზე: HR@Neotech.ge და სათაურის (subject) ველში მიუთითეთ „შდს მონტაჟის სპეციალისტი“ 
 მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებას!