წარმოების გენერალური მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი Megadoors
მივლინება: არა ხელფასი: 2000
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
წარმოება/ოპერაციები: წარმოების/ქარხნის მართვა
ჩვენს შესახებ: 
 „მეგადორს“ არის ქართული ბრენდი, რომელიც ბაზარზე ოპერირებს 2017 წლიდან. საწარმოში მზადდება ევროპული სტანდარტების შესაბამისი ინტერიერისა და ექსტერიერის სერტიფიცირებული კარი და კომბინირებული ავეჯი. კომპანიაში დანერგილია ISO 9001:2015. საწარმოო ფართი აღჭურვილია 6000 კვ.მ.-ზე განლაგებული თანამედროვე ციფრული მანქანა-დანადგარებით. 
 
პოზიციის მიზანი: 
თუ გსურთ თქვენი საყვარელი საქმით გახდეთ ქართული წარმოების განვითარების თანამონაწილე „მეგადორსში“, ამასთანავე უკვე გაქვთ სათანადო გამოცდილება, რომ შეძლოთ ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი და სტაბილურად მზარდი კომპანიის სხვადასხვა რანგის, სპეციალობისა და სპეციფიკის თანამშრომლებით უზრუნველყოფა, ხოლო თქვენი პიროვნული თვისებები გიწყობთ ხელს სტრესულ გარემოში იყოთ პროდუქტიული და გაქვთ შესაბამისი მოტივაცია გააკეთოთ მაქსიმუმი მწირი ადამიანური რესურსისა და მაღალი კონკურენციის პირობებში, ეს გამოწვევა მოგცემთ საშუალებას განავითაროთ თქვენი თავი.  მნიშვნელოვანია, კომპანიის მზარდი საჭიროებებისათვის სისტემატიურად მოიზიდოთ გუნდის ახალი წევრები და თუ თქვენი ცოდნა, პროფესიონალიზმი და გამოცდილება შეგიძლია გახადოთ მთავარი შემოქმედი კომპანიის ამბიციური მიზნების მიღწევაში - ჩვენ მოუთმენლად გელით! 
 
მეგადორს აცხადებს ვაკანსიას წარმოების გენერალური მენეჯერის პოზიციაზე
 
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, გრიგოლ ლორთქიფანიძის 166, ფილიალები ქ. ბათუმში 
განაკვეთი: სრული 
სამუშაო დრო: 9:00 – 18:00 საათი, დასვენების დღე: კვირა; 
სახელფასო ანაზღაურება: დამოკიდებულია კვალიფიკაციაზე, საწყის ეტაპზე განისაზღვრება 2000 ლარიდან, მზარდი ტენდენციით. 
 
აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • შესაბამის პოზიციაზე მენეჯერად მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება; 
  • ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა; 
  • უმაღლესი განათლება. პრიორიტეტი მიენიჭება უმაღლეს განათლებას ბიზნეს ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის მიმართულებით. 

პიროვნული თვისებები: 
  • გუნდურად მუშაობის უნარი და კომუნიკაბელურობა 
  • კეთილსინდისიერება და შრომისმოყვარეობა; 
  • კრეატიულობა; 
  • პუნქტუალურობა; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
  • დინამიურობა და ინიციატივიანობა; 
  • მიზანდასახულობა, გეგმაზომიერება და შედეგზე ორიენტირებულობა; 
  • ორგანიზებისა და დროის მართვის უნარი; 
  • სტრესულ და სწრაფად ცვლად გარემოში მუშაობის უნარი; 
  • სტრატეგიული აზროვნების უნარი. 
 
ჩვენ გთავაზობთ: 
  • განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს; 
  • მეგობრულ გუნდს; 
  • უსაფრთხოების სისტემით აღჭურვილ სამუშაო სივრცეს; 
  • კვებით უზრუნველყოფას. 
 
თუ თქვენი კომპეტენცია და ხედვები შეესაბამება ჩვენი კომპანიის მოთხოვნებს, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@megadoors.ge ; სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება. 
 
ელექტრონული მისამართი:  hr@megadoors.ge 
საკონტაქტო ნომერი: +995 557 51 06 67