თოდუას კლინიკა აცხადებს ვაკანსიას სოციალური მუშაკის პოზიციაზე.
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სოციალური მუშაობის სფეროში ბაკალავრის, მაგისტრის/მაგისტრთან გათანაბრებული ან დოქტორის აკადემიური ხარისხი ან ამ კანონით გათვალისწინებული სოციალური მუშაკის სერტიფიკატი;
- ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
- აღნიშნულ პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება, (უპირატესობა მიენიჭება სამედიცინო დაწესებულებაში გამოცდილების მქონე კანდიდატს);
- კომპიუტერულ პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
- გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარები.
მოვალეობები:
- სოციალური მუშაკის დახმარების საჭიროების შეფასება;
- საავადმყოფოში მკურნალობისთვის ჩაწერისა და გაწერის დაგეგმვა;
- ადამიანის, ოჯახის ან ჯგუფის უშუალო მომსახურება და თერაპია;
- ინფორმირება და რეფერირება;
- ბენეფიციარის ადვოკატობა ორგანიზაციაში და ორგანიზაციის გარეთ, მათ შორის ყურადღების გამახვილება ჯანმრთელობის დაცვის ხელმისაწვდომობის ფინანსურ ბარიერებზე;
- პაციენტის უფლებების დაცვა;
- პრევენციული, მედიაციული და რეაბილიტაციული ღონისძიებები;
- უწყვეტი ზრუნვის უზრუნველყოფა.
დამატებითი ინფორმაცია:
- სამუშაო განაკვეთი: 09:00-დან 17:00-მდე (ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით)
- ქ. თბილისი, თევდორე მღვდლის ქ. 13
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: career@toduaclinic.ge
სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს