კომპანია ,,ფეიბოქსი“ აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
პოზიციის მიზანი: ქსელში არსებული ტერმინალების ტექნიკური გამართულობა.
ანაზღაურება და სამუშაო პირობები:
- ანაზღაურება - 1050 ლარი
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- გრაფიკი: 08:00-16:00 ან 15:30-23:00
სავალდებულო მოთხოვნები:
- კომპიუტერულ ტექნიკასთან მუშაობის გამოცდილება
- ვინდოუსის კარგ დონეზე ცოდნა
- ავტომობილის ფლობა
- მართვის მოწმობა - B კატეგორია
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ქსელში არსებული ტერმინალების ტექნიკური მომსახურება
- ვინდოუსის გადაწერა
- მოწყობილობის დიაგნოსტიკა
- საჭიროების შემთხვევაში მოწყობილობის გადაადგილება ან გამოცვლა
უნარები:
- გუნდურობა
- ოპერატიულად მუშაობის უნარი
- დეტალებზე ორიენტირებულობა
- სამუშაოს ორგანიზება
- სტრესულ სიტუაციებში ეფექტურად მუშაობის უნარი
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
ჩვენ გთავაზობთ:
- შესაძლებლობას, გახდეთ მზარდი კომპანიის თანამშრომელი
- იმუშავოთ სასიამოვნო და მეგობრულ გარემოში
- განვითარდეთ პროფესიულად და მოახდინოთ თვითრეალიზაცია
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@numus.ge გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - ,,ტექნიკოსი - თბილისი“. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებებს !