ოპერატორი

თბილისი სრული განაკვეთი ორიენტი
ხელფასი: 900
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: 1 - 2 წლამდე
ბუღალტერია/ფინანსები: ბუღალტერ-ოპერატორი

შპს „ორიენტი“ სადისტრიბუციო კომპანიაა, რომელიც უკვე 22 წელია წარმატებით მოღვაწეობს საქართველოს სადისტრიბუციო ბაზარზე. ჩვენი წარმატების გარანტი, უპირველეს ყოვლისა, ის ღირებულებებია, რომელზეც საქმიანობას ვაფუძნებთ და რომელიც ერთგული მომხმარებლის მზარდ სიმრავლეს განაპირობებს. ჩვენ ვთანამშრომლობთ და საქართველოში წარმოვადგენთ ბრენდებს, რომლებიც ერთნაირი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიო მასშტაბით, ესენია: BEBETO, COSBY. ამჟამად კი ვეძებთ ერთგულ, პასუხისმგებლობით სავსე და შრომისმოყვარე ადამიანებს, რათა მათ ჩვენს დიდ ოჯახში შემოერთების, სტაბილური შემოსავლის მიღების და შემდგომი წინსვლის საშუალება მივცეთ. 
 
სადისტრიბუციო კომპანია აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის პოზიციაზე თბილისში 
 
ძირითადი მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება; 
  • საოფისე პროგრამების  ცოდნა; 
  • FMG პროგრამის  ცოდნა. 
  • RS(შემოსავლების სამსახურის ვებ გვერდი)-ის ცოდნა 
  • დისტრიბუციაში მუშაობის გამოცდილება მინიმუმ ერთი წელი 
 
ძირითადი ფუნქცია მოვალეობები 
  • შეკვეთების მიღება, რეალიზაციაში გადატანა და პროგრამულად გამზადებული შეკვეთების საწყობისთვის გადაცემა 
  • საგადასახადო საიტზე ზედდებულების/ფაქტურების გააქტიურება/კორექტირება 
  • ნაშთების კონტროლი 
  • საწყობის ინვენტარიზაციისთვის ნაშთების მომზადება 
  • შემოსული პროდუქციის პროგრამული ასახვა 
  • დღის განმავლობაში მძღოლ-დისტრიბუტორების დახმარება პროგრამულად 
 
  
პიროვნული თვისებები: 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • ენერგიული და დისციპლინირებული; 
  • ადვილად ათვისების უნარი; დავალებებისთვის თავის ადვილად გართმევის უნარი; 
  • კომუნიკაბელური; 
  • შრომისმოყვარე, ორგანიზებული და მოტივირებული 
  • ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი.  
  
ჩვენი პირობები: 
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი (9-დან 18 საათამდე),   დასვენების დღეები: შაბათი-კვირა.  
  • ანაზღაურება -  900 ლარი. 
  
მისამართი: ქ. თბილისი, გრიგოლ ლორთქიფანიძის ქ. N154 (ყოფილი კაიროს 42) 
დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ელექტრონულ მისამართზე: g.burdzgla@orientltd.ge