მერჩენდაიზერი

თბილისი სრული განაკვეთი ორიენტი
მივლინება: არა ხელფასი: 900 +ბონუსი
მართვის მოწმობა: B
მარკეტინგი, რეკლამა, PR: მერჩენდაიზინგი
შპს „ორიენტი“ სადისტრიბუციო კომპანიაა, რომელიც უკვე 22 წელია წარმატებით მოღვაწეობს საქართველოს სადისტრიბუციო ბაზარზე. ჩვენი წარმატების გარანტი, უპირველეს ყოვლისა, ის ღირებულებებია, რომელზეც საქმიანობას ვაფუძნებთ და რომელიც ერთგული მომხმარებლის მზარდ სიმრავლეს განაპირობებს. ჩვენ ვთანამშრომლობთ და საქართველოში წარმოვადგენთ ბრენდებს, რომლებიც ერთნაირი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიო მასშტაბით, ესენია: BEBETO, COSBY. ამჟამად კი ვეძებთ ერთგულ, პასუხისმგებლობით სავსე და შრომისმოყვარე ადამიანებს, რათა მათ ჩვენს დიდ ოჯახში შემოერთების, სტაბილური შემოსავლის მიღების და შემდგომი წინსვლის საშუალება მივცეთ. 

შპს „ორიენტი“  აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე თბილისში. 
თანამდებობა: მერჩენდაიზერი 
სამუშაო ადგილი: თბილისი 
ანაზღაურება: 900 ლარი (მოჭრილი)+ბონუსი 200 ლარი 
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევის  ჩათვლით (09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე; შესვენება1 საათი ),  დასვენების დღე შაბათი-კვირა. 

მოთხოვნები: 
  • გამოცდილება  მერჩენდაიზერის პოზიციაზე. 
  • აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა  და საკუთარი ავტომანქანის ფლობა. (წვა მაქსიმალური 9 ლიტრი, საწვავი ანაზღაურდება კომპანიის მიერ). 
 
მოვალეობები: 
  • საწყობიდან პროდუქციის გამოტანა და სექციაში განლაგება; 
  • პოდუქციის ნაშთის, ფასმაჩვენებლისა და ვადების კონტროლი, როგორც დარბაზში ასევე საწყობში; 
  • თანამშრომლებთან და მომხმარებელთან ურთიერთობისას კომპანიაში არსებული სტანდარტების დაცვა; 
  • საჭიროების შემთხვევაში ინვენტარიზაციის პროცესში ჩართვა; 
  • უშუალო ხელმძღვანელის სხვა მითითებების  შესრულება; 
  • აუცილებელი პიროვნული თვისებები: 
  • ლიდერული და ორგანიზატორული უნარ ჩვევები; 
  • ენერგიული და კომუნიკაბელური, პასუხისმგებლობის გრძნობით; 
  • პუნქტუალური და დისციპლინირებული; 
  • ლოგიკური აზროვნებისა და ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღების უნარი; 
  • ექსტრემალურ სიტუაციებში რაციონალური გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი; 
  • სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი; 
 
 
ჩვენთან თანამშრომლობის შემთხვევაში გთავაზობთ: 
  • შესაძლებლობას გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი; 
  • თანამედროვე და მოწესრიგებულ სამუშაო გარემოს; 
  • კუთვნილი ანაზღაურების შეუფერხებელ მიწოდებას; 
  • პროფესიონალ და მეგობრულ გუნდს; 
  • პროფესიული ზრდის შესაძლებლობას; 
  • შრომის ჯანსაღ და უსაფრთხო პირობებს; 
  • ანაზღაურებად შვებულებას; 
 
მის: ქ.თბილისი, გრიგოლ ლორთქიფანიძის ქ.154 (ისანი-სამგორის რ-ნი, ყოფილი კაიროს ქუჩა). 
 
გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გადმოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით მისამართზე:  r.mamaladze@orientltd.ge. ელექტრონულ წერილის სათაურის ველში მიუთითეთ  სასურველი ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება