ექაუნთ მენეჯერის ასისტენტი

თბილისი სრული განაკვეთი Premier Real Estate
ხელფასი: 1500 - 1800
განათლება: საშუალო განათლება გამოცდილება: 1 - 2 წლამდე ენები: ინგლისური
ადმინისტრაცია: ადმინისტრაციული თანაშემწე

Სწრაფად მზარდი, თბილისში დაფუძნებული, უცხოელების მიერ მართული უძრავი ქონების კომპანია ეძებს ამბიციურ, ორენოვან (ქართული/ინგლისური) ექაუნთ მენეჯერის ასისტენტს, რომელიც დაეხმარება კომპანიის კლიენტებს უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ პროექტებში, პირადად და სატელეფონო კომუნიკაციით. Შესაბამისი კვალიფიკაციის მოსაპოვებლად, კომპანია სრულად უზრუნველყოფს სწავლებას.

Მდებარეობა: თბილისი (საბურთალო)
Განრიგი: 4-დღიანი სამუშაო კვირა (32 საათი/კვირა)
Ანაზღაურება: 1500 - 1800 GEL გამოცდილებიდან გამომდინარე


Საქმიანობის შესახებ

Როგორც უძრავი ქონების კომპანია, ჩვენი კლიენტების უმეტესობა არიან უცხოელები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საქართველოში უძრავი ქონების შეძენით. Ჩვენი გუნდის პროფესიონალი წევრების დახმარებით, თქვენი მთავარი ამოცანა იქნება დაეხმაროთ ექაუნთ მენეჯერს და ერთობლივად აწარმოოთ მოლაპარაკება უძრავი ქონების აგენტებთან, კომპანიის კლიენტებისთვის სასურველი უძრავი ქონების საპოვნელად, ასევე სახლების/ბინის/საოფისე ფართების/ნაკვეთების ჩვენების ორგანიზება და კლიენტებთან ერთად მათ სანახავად წასვლა.


Საკვალიფიკაციო მოთხოვნები

Პოზიციაზე შერჩეული კადრი აუცილებელია იყოს კომუნიკაბელური და ასევე შეეძლოს ინფორმაციის სრულად მიწოდება კლიენტებისთვის, პირადად და ტელეფონით. Გარდა ამისა, აუცილებელია:

  • Მინიმუმ ერთ-წლიანი გამოცდილება პოზიციაზე, სადაც თქვენს მოვალეობაში შედიოდა კომპანიის მომხმარებლებთან კომუნიკაცია
  • Ბრწყინვალე წერითი და ვერბალური ინგლისურის დონე (C1+)


Ჩვენ გთავაზობთ:

  • 1500 - 1800 GEL ანაზღაურებას
  • 4-დღიანი სამუშაო კვირა (3 დღე დასვენება), მოქნილი გრაფიკი, რომელიც საშუალებას გაძლევთ იმუშაოთ დისტანციურად
  • Სასიამოვნო ოფისი ვეძისში, საბურთალო
  • Ყოველდღიურად უზრუნველყოფილი, უფასო ლანჩი
  • Ყოველკვირეული “Happy Hour” და ხშირი სოციალური ივენთები
  • Ახალგაზრდული და მეგობრული სამუშაო გარემო, სადაც გეძლევათ მაქსიმალური თავისუფლება და არ ხართ შეზღუდული მენეჯმენტის მხრიდან


Თუ გსურთ გახდეთ ჩვენი კომპანიის წევრი, გთხოვთ გამოგზავნოთ:

  • Რეზიუმე (ინგლისურად)
  • Სამოტივაციო წერილი (ინგლისურად)
  • Სახელფასო მოლოდინი

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: brian.loughnane@expathub.ge Გთხოვთ სათაურის (subject) ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება “ექაუნთ მენეჯერის ასისტენტი”

Აპლიკანტები, რომლებიც გამოგზავნიან რეზიუმეს ქართულ ენაზე და გამოიყენებენ შაბლონურ სამოტივაციო წერილის ფორმას, არ განიხილებიან!