კვების ობიექტი - "DIP" აცხადებს ვაკანსიებს დამხმარე მზარეულის და ადმინისტრატორის პოზიციებზე
მზარეული (განიხილება დამწყები მზარეულიც)
მოვალეობები:
- შეფთან ერთად კონცეფციის მიხედვით სნექების, აპეტაიზერების და სოუსების მომზადება;
- მენიუს შემადგენლობების და მომზადების წესების სრულყოფილად ცოდნა;
- პროდუქტის მაღალი ხარისხით, არსებული რეცეპტებისა და სტანდარტების მიხედვით დროულად მომზადება;
- პროდუქციის დათარიღება და სწორად შენახვა.
მოთხოვნები:
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- პუნქტუალურობა;
- შრომისმოყვარეობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდში მუშაობის უნარი.
რას გთავაზობთ:
- სრულიად ახალ კონცეფციაზე მუშაობას, რომელიც ბაზარზე ჯერჯერობით არ არსებობს;
- თავისუფალ, მეგობრულ და ახალგაზრდულ გარემოს;
- კარიერულ ზრდას და განვითარებას კომპანიასთან ერთად;
- მზადყოფნას და მხარდაჭერას ყველანაირ ახალ იდეაზე.
გრაფიკი: შეთანხმებით
ანაზღაურება: შეთანხმებით + საბონუსე სისტემა
ადმინისტრატორი
მოვალეობები:
- შეკვეთების მიღება, პროგრამაში გატარება და აღრიცხვა;
- მიღებული შეკვეთების დამზადების დროის კონტროლი, შეფუთვა და კურიერისთვის გადაცემა;
- გამოძახების სერვისებთან ურთიერთობა;
- მომხმარებელთან კომუნიკაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- პუნქტუალურობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი.
კომპანია გთავაზობთ:
- მეგობრულ გუნდში მუშაობას;
- კვებას;
- ტრანსპორტირებას ღამის საათებში.
გრაფიკი: ორშ/სამშ/ოთხშ/ხუთშ 16:00-01:00 პარასკ/შაბ/კვ 16:00-02:00 . დასვენება - კვირაში 1 დღე
ხელფასი: შეთანხმებისამებრ
ლოკაცია: თბილისი, შანხაის ქუჩა, ო.ლორთქიფანიძის N34
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გადმოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: Dip-all@outlook.com
ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 555 96 67 67