ხარჯთაღმრიცხველი

თბილისი სრული განაკვეთი ელემენტ კონსტრაქშენი
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: 2 - 3 წლამდე ენები: ინგლისური
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: სამშენებლო ხარჯთაღრიცხვა

ნომერ პირველი ინდუსტრიული სამშენებლო კომპანია ,,ელემენტ კონსტრაქშენი“ 2007 წელს დაარსდა.  კომპანიის მრავალწლიანი გამოცდილება არის სანდოობის, საიმედოობისა და გრძელვადიანი თანამშრომლობის გარანტი.

„ელემენტ კონსტრაქშენი"-ს ყველაზე მნიშვნელოვან აქტივს კომპანიაში დასაქმებული პერსონალი წარმოადგენს. ჩვენ მუდამ ვზრუნავთ ჩვენი თანამშრომლების კეთილდღეობაზე, პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზე. ჩვენი  გუნდი  450-ზე მეტ  თანამშრომელს  აერთიანებს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის   ეწვიეთ ჩვენს გვერდს:  www.ec.ge

 

„ელემენტ კონსტრაქშენი“ აცხადებს ვაკანსიას  ხარჯთაღმრიცხველის პოზიციაზე.

 

სამუშაო ადგილი: თბილისი

სამუშაო  განაკვეთი: სრული

 

მოვალეობები:

  • პროექტის ხარჯთაღრიცხვის შედგენა;
  • „ფორმა  2“-ის მომზადება;
  • პროექტის დაწყებამდე შესაბამისი  კალენდარული გრაფიკის მომზადება;
  • პროექტის განხორციელებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების ფასების დადგენა და შესაბამის ბაზაში აღრიცხვა;
  • პროექტის ტექნიკური დოკუმენტაციის მოწესრიგება და მონიტორინგი;
  • პროექტების ,,პროგრეს რეპორტის“ წარმოება;
  • უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მსგავს  პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე  2  წლის გამოცდილება (მხოლოდ სამშენებლო სფეროში გამოცდილება );
  • უმაღლესი განათლება  (სასურველია ეკონომიური და/ან სამშენებლო -საიჟინრო კუთხით);
  • სასურველია ინგლისური ენის  ცოდნა; 
  • კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ცოდნა (MS office+  ArchiCAD/AutoCAD).

 

უნარ-ჩვევები:

  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დელატებზე ორიენტირებულოვა;
  • დროის მენეჯმენტი;
  • პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებული.

 

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

  • სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო);
  • FitPass;
  • ტრენინგებსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს;
  • ხელფასი: (კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე )

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე : career@ec.ge   სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება , წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა. თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს  „ელემენტ კონსტრაქშენმა" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ელემენტ კონსტრაქშენის“ ბაზაში 1 წლის ვადით.

 

გისურვებთ წარმატებებს!