შპს „საქართველოს ფოსტა“ ლოგისტიკის დეპარტამენტში აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლის პოზიციაზე.
ანაზღაურება - გაიცემა შესრულებული რეისის მიხედვით.
საბერძნეთის რეისი - 2300 ლარი;
იტალიის რეისი - 3100 ლარი.
ძირითადი მოვალეობები:
- ძირითად ფუნქცია-მოვალოებას წარმოადგენს, ამანათებისა და საერთაშორისო გზავნილების დადგენილი გრაფიკითა და მარშრუტით გადაზიდვა;
- კომპანიის ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვა;
- ავტოსატრანსპორტო საშუალების გამართულობის კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მძღოლად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- საერთაშორისო, C;E კატეგორიის, მართვის მოწმობა;
- კოდი 95 და ციფრული ტაქოგრაფის ქონა;
- საგზაო მოძრაობის წესების ცოდნა;
- ფიზიკური დატვირთვისა და სიმძიმის აწევის უნარი.
ძირითადი უნარ–ჩვევები:
- სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- ყურადღება დეტალების მიმართ;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
კანდიდატთა შერჩევა:
- გასაუბრება
- მოსამზადებელი ეტაპი
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე ან CV შემდეგი ელ.ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge გთხოვთ, ელ.ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - „საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლი“.