შპს „საქართველოს ფოსტა“ აცხადებს ვაკანსიას სერვის ადმინისტრატორის თანამდებობაზე.
სამუშაო გრაფიკი - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 09:00 – 17:00, შაბათი 10:00 – 14:00;
ანაზღაურება - 550 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
- სერვისცენტრის მომხმარებლების მომსახურება, კერძოდ:
- მომხმარებელთა მოთხოვნის იდენტიფიცირება და საჭიროებისამებრ გადამისამართება;
- პროდუქტებსა და მომსახურებაზე ინფორმაციის მიწოდება;
- საფოსტო ბარათების, მარკებისა და კონვერტების გაყიდვა.
- მომხმარებელთა კონსულტაცია გზავნილის დამისამართებასა და თანმხლები დოკუმენტების შევსებისას.
- მომხმარებლებისაგან სხვადასხვა ტიპის განცხადებების მიღება;
- მომსახურების მაღალი სტანდარტის დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია 3 თვიანი სამუშაო გამოცდილება; უპირატესობა მიენიჭება გაყიდვების ან/და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილებას;
- ქართული ენის ცოდნა;
- ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე;
- MS პროგრამების ცოდნა;
უნარ–ჩვევები:
- სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- მომსახურების ხარისხზე და კლიენტზე ორიენტირებულობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გამართულად მეტყველება;
- გუნდური მუშაობა.
კანდიდატები გაივლიან შერჩევის რამდენიმე ეტაპს:
- გასაუბრება;
- მოსამზადებელი ეტაპი 2 კვირა.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ან CV შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge