სერვისცენტრის მენეჯერი

მესტია სრული განაკვეთი საქართველოს ფოსტა
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
გაყიდვები: ფილიალების ქსელი
შპს „საქართველოს ფოსტა“ აცხადებს ვაკანსიას სერვისცენტრის მენეჯერის თანამდებობაზე მესტია

ძირითადი მოვალეობები: 
  •  სერვისცენტრის ხელმძღვანელობა, მისი გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა; 
  • კლიენტებისათვის საფოსტო მომსახურების გაწევის კოორდინირება; 
  • სერვისცენტრში კლიენტების  მაღალი სტანდარტით მომსახურების უზრუნველყოფა; 
  • დაქვემდებარებულ თანამშრომლებს შორის ფუნქცია-მოვალეობების განაწილება, მათი სამუშაოს კოორდინირება, შესასრულებელი სამუშაოს ზედამხედველობა; 
  • სერვისცენტრის საქმიანობის შესახებ სტატისტიკური მონაცემების წარმოება, მათი ანალიზი და შესაბამისი ანგარიშების მომზადება. 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  •  უმაღლესი განათლება; 
  • 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება, სასურველია გაყიდვების ან კლიენტთა მომსახურების სფეროში; 
  •  ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა; 
  • რუსული და ინგლისური ენების ცოდნა კარგ სამუშაო დონეზე; 
  • MS პროგრამების ცოდნა. 
 
უნარ–ჩვევები: 
  •  მართვისა და ხელმძღვანელობის უნარი; 
  • სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი; 
  • თანამშრომლების მოტივაციისა და განვითარების უნარი; 
  • ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი; 
  • გამართულად მეტყველების უნარი; 
  • წერითი კომუნიკაციის უნარი; 
  • მომსახურების ხარისხზე და კლიენტზე ორიენტირებულობა; 
  • ინიციატივა; 
 
კანდიდატთა შერჩევა: 
 კანდიდატები გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს: 
  • კანდიდატთა შერჩევა რეზიუმეებისა და კანდიდატის განცხადის ფორმების საფუძველზე; 
  • გასაუბრება. 
 
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, შეავსოთ კანდიდატის განაცხადის ფორმა და თქვენს რეზიუმესთან (CV) ერთად გამოაგზავნოთ შემდეგი ელ.ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge  გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. 
მიმაგრებული ფაილი: გადმოწერა