შპს „საქართველოს ფოსტა“ აცხადებს ვაკანსიას სერვის ადმინისტრატორის თანამდებობაზე ბათუმში.
ძირითადი მოვალეობები:
- სერვისცენტრის ხელმძღვანელობა, მისი გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
- კლიენტებისათვის საფოსტო მომსახურების გაწევის კოორდინირება;
- სერვისცენტრში კლიენტების მაღალი სტანდარტით მომსახურების უზრუნველყოფა;
- დაქვემდებარებულ თანამშრომლებს შორის ფუნქცია-მოვალეობების განაწილება, მათი სამუშაოს კოორდინირება, შესასრულებელი სამუშაოს ზედამხედველობა;
- სერვისცენტრის საქმიანობის შესახებ სტატისტიკური მონაცემების წარმოება, მათი ანალიზი და შესაბამისი ანგარიშების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება, სასურველია გაყიდვების ან კლიენტთა მომსახურების სფეროში;
- ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
- რუსული და ინგლისური ენების ცოდნა კარგ სამუშაო დონეზე;
- MS პროგრამების ცოდნა.
უნარ–ჩვევები:
- მართვისა და ხელმძღვანელობის უნარი;
- სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- თანამშრომლების მოტივაციისა და განვითარების უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
- გამართულად მეტყველების უნარი;
- წერითი კომუნიკაციის უნარი;
- მომსახურების ხარისხზე და კლიენტზე ორიენტირებულობა;
- ინიციატივა;
კანდიდატთა შერჩევა:
კანდიდატები გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს:
- კანდიდატთა შერჩევა რეზიუმეებისა და კანდიდატის განცხადის ფორმების საფუძველზე;
- გასაუბრება.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, შეავსოთ კანდიდატის განაცხადის ფორმა და თქვენს რეზიუმესთან (CV) ერთად გამოაგზავნოთ შემდეგი ელ.ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.