შპს „საქართველოს ფოსტა“ აცხადებს ვაკანსიას თბილისის სერვისცენტრის გაყიდვების ოპერატორის პოზიციაზე.
ანაზღაურება - 800 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
- სერვისცენტრის მომხმარებლებისათვის საფოსტო მომსახურების გაწევა;
- მომხმარებელთა მოთხოვნის იდენტიფიცირება და შესაბამისი პროცედურული რეაგირება;
- მომხარებლის პროდუქტებსა და მომსახურებაზე ინფორმაციის მიწოდება, არსებული პროდუქტების გაყიდვა;
- მომსახურების მაღალი სტანდარტის დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია 3-6 თვიანი სამუშაო გამოცდილება; უპირატესობა მიენიჭება გაყიდვების ან/და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილებას;
- სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე;
- MS პროგრამების საბაზისო ცოდნა;
- მონაცემთა ბაზაში მუშაობის გამოცდილება.
უნარ–ჩვევები:
- სამუშაოს დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი;
- სიახლის ათვისებისა და თვითგანვითარების უნარი.
- სხარტი აზროვნების უნარი;
- ყურადღება დეტალების მიმართ;
- მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
- ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
- სტრესულ სიტუაციაში ეფექტურად მუშაობის უნარი.
კანდიდატთა შერჩევა:
კანდიდატები გაივლიან შერჩევის რამდენიმე ეტაპს:
- გასაუბრება;
- მოსამზადებელი ეტაპი 2 კვირა.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge გთხოვთ, ელ.ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - გაყიდვების ოპერატორი .
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 14.01.2023