ოპერატორი

მესტია სრული განაკვეთი საქართველოს ფოსტა
მივლინება: არა
ენები: ინგლისური, რუსული
გაყიდვები: საცალო კლიენტთა მომსახურება
შპს „საქართველოს ფოსტა“ აცხადებს ვაკანსიას   ოპერატორის თანამდებობაზე მესტიის სერვისცენტრში. 
 
ძირითადი მოვალეობები: 
სერვისცენტრის კლიენტებისათვის საფოსტო მომსახურების გაწევა; 
კლიენტებისათვის პროდუქტებზე/მომსახურებაზე ინფორმაციის მიწოდება და მათი საჭიროების ანალიზი და კონსულტაცია; 
არსებული პროდუქტების გაყიდვა; 
კლიენტების მაღალი სტანდარტით მომსახურება; 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • სასურველია 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება; უპირატესობა მიენიჭება გაყიდვების ან/და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილებას. 
  • რუსული და ინგლისური ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე; 
  • მონაცემთა ბაზებში მუშაობის გამოცდილება. 
 
უნარ–ჩვევები:  
  • სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი; 
  • მომსახურების ხარისხზე და კლიენტზე ორიენტირებულობა; 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა; 
  • კომუნიკაციის უნარი;  
  • გამართულად მეტყველება; 
  • გუნდური მუშაობა; 
  • მონაცემთა ბაზებში სწრაფად მუშაობის უნარი. 
 
კანდიდატთა შერჩევა: 
 კანდიდატები გაივლიან შერჩევის რამდენიმე ეტაპს: 
  •  ინდივიდუალური გასაუბრება; 
  •  მოსამზადებელი ეტაპი.  
 დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ შეავსოთ კანდიდატის განაცხადის ფორმა და გამოაგზავნოთ რეზიუმესთან (CV) ერთად შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge  გთხოვთ, ელ.ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ  ვაკანსიის დასახელება- „მესტიის ოპერატორი“ 
 
მიმაგრებული ფაილი: გადმოწერა