შპს „საქართველოს ფოსტა“ აცხადებს ვაკანსიას დამხმარე სპეციალისტის თანამდებობაზე ქ. ბათუმში.
ანაზღაურება - 600 ლარი
ძირითადი მოვალეობა:
- საფოსტო გზავნილების ჩამოტვირთვა და დასაწყობება.
- ძირითადი მიზანია ტვირთის უსაფრთხო გადაზიდვა/გადაადგილება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- სასურველია საწყობში მუშაობის გამოცდილება;
- ფიზიკური დატვირთვისა და სიმძიმის აწევის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
კანდიდატთა შერჩევა:
კანდიდატები გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს:
- კანდიდატთა შერჩევა რეზიუმეების საფუძველზე;
- გასაუბრება;
- მოსამზადებელი ეტაპი.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge გთხოვთ, ელ.ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - „დამხმარე სპეციალისტი (ბათუმი)„