კურიერი

მცხეთა სრული განაკვეთი საქართველოს ფოსტა
ხელფასი: 750
მართვის მოწმობა: A, A1
ადმინისტრაცია: კურიერი

შპს „საქართველოს ფოსტა“ აცხადებს ვაკანსიას კურიერის თანამდებობაზე მცხეთის​ სერვისცენტრში. 

ანაზრაურება: 750 ლარი

 

ძირითადი მოვალეობები: 

  • საკურიერო მომსახურების გაწევა როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისათვის; 
  • სხვადასხვა სახის საფოსტო გზავნილების აღრიცხვა, ადრესატისათვის მიწოდება და არსებული წესის შესაბამისად გადაცემა. 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • ქართული ენის  ცოდნა; 
  • კანდიდატს უნდა ჰქონდეს ან დასაქმების შემთხვევაში აიღოს A ან A1 კატეგორიის მართვის მოწმობა (კანდიდატს უნდა შეეძლოს სკუტერის მართვა); 
  • საგზაო ნიშნებისა და უსაფრთხოების წესების ცოდნა. 

 

უნარ–ჩვევები: 

  • სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი; 
  • კომუნიკაციის უნარი;  
  • გამართულად მეტყველების უნარი; 
  • ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი; 
  • მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებული; 

 

კანდიდატთა შერჩევა:

კანდიდატები გაივლიან შერჩევის რამოდენიმე ეტაპს:

  • კანდიდატთა შერჩევა რეზუმეებისა და კანდიდატის განცხადის ფორმების საფუძველზე;
  • გასაუბრება,
  • მოსამზადებელი ეტაპი

 

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ,გამოაგზავნოთ რეზიუმესთან (CV) ერთად შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge

 გთხოვთ, ელ.ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი - “მცხეთის კურიერი”

 

მიმაგრებული ფაილი: გადმოწერა