შპს „საქართველოს ფოსტა“ აცხადებს ვაკანსიას კურიერის თანამდებობაზე ბოლნისის სერვისცენტრში.
ანაზღაურება - 750 ლარი
გრაფიკი - სრული
ძირითადი მოვალეობები:
- საკურიერო მომსახურების გაწევა როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისათვის;
- სხვადასხვა სახის საფოსტო გზავნილების აღრიცხვა, ადრესატისათვის მიწოდება და არსებული წესის შესაბამისად გადაცემა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია უმაღლესი განათლება, ბაკალავრიატი ნებისმიერი პროფილით;
- სასურველია 3–6 თვიანი სამუშაო გამოცდილება, უპირატესობა მიენიჭება მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილებას;
- ქართული ენის ცოდნა;
- კანდიდატმა უნდა იცოდეს მოტოციკლის მართვა (დასაქმების შემთხვევაში უნდა აიღოს A ან A1 კატეგორიის მართვის მოწმობა);
- საგზაო ნიშნებისა და უსაფრთხოების წესების ცოდნა.
უნარ–ჩვევები:
- სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- კომუნიკაციის უნარი;
- გამართულად მეტყველების უნარი;
- ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
- მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებული;
კანდიდატთა შერჩევა:
- კანდიდატთა შერჩევა რეზიუმეებისა და კანდიდატის განცხადის ფორმების საფუძველზე;
- გასაუბრება.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ან CV შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge გთხოვთ, ელ.ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.