შპს „საქართველოს ფოსტა“ აცხადებს ვაკანსიას კურიერის თანამდებობაზე გარდაბნის სერვისცენტრში.
ანაზღაურება: 850 ლარი
გრაფიკი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
- საკურიერო მომსახურების გაწევა როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისათვის;
- სხვადასხვა სახის საფოსტო გზავნილების აღრიცხვა, ადრესატისათვის მიწოდება და არსებული წესის შესაბამისად გადაცემა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ქართული ენის ცოდნა;
- კანდიდატს უნდა ჰქონდეს ან დასაქმების შემთხვევაში აიღოს A ან A1 კატეგორიის მართვის მოწმობა (კანდიდატს უნდა შეეძლოს სკუტერის მართვა);
- საგზაო ნიშნებისა და უსაფრთხოების წესების ცოდნა.
უნარ–ჩვევები:
- სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- კომუნიკაციის უნარი;
- გამართულად მეტყველების უნარი;
- ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
- მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებული;
კანდიდატები გაივლიან შერჩევის რამოდენიმე ეტაპს:
- კანდიდატთა შერჩევა რეზუმეებისა და კანდიდატის განცხადის ფორმების საფუძველზე;
- გასაუბრება;
- მოსამზადებელი ეტაპი.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ,გამოაგზავნოთ რეზიუმესთან (CV) ერთად შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge
გთხოვთ, ელ.ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი - კურიერი (გარდაბანი)