კომპანია 4Hospitals - სამედიცინო პროდუქციის სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში
აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე.
სამუშაოს აღწერილობა:
- სამედიცინო დაწესებულებებში ყოველდღიური ვიზიტი დადგენილი გეგმის მიხედვით; ვიზიტის სათანადო ხარისხის უზრუნველყოფა კომპანიის მოთხოვნების მიხედვით;
- პოტენციურ კლიენტებთან (კლინიკების შესყიდვების სამსახურთან, ექიმებთან, ექთნებთან) შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება. კომპანიის პროდუქციის წარდგენა.
- კომპანიის პორთფოლიოში არსებული პროდუქტის მახასიათებლების სრულყოფილი ცოდნა;
- პოტენციურ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება, შენარჩუნება და მუდმივად ახალი კლიენტების დამატება;
- სამედიცინო დაწესებულების მიერ გამოცხადებული ტენდერების მუდმივი მონიტორინგი;
- სამედიცინო დაწესებულებაში ვიზიტების და ჩატარებული სამუშაოს შესახებ ყოველდღიური ანგარიშგების წარმოება;
- კომპანიის მიერ დადგენილი გაყიდვების გეგმების შესრულება;
- ახალ პროდუქტებზე ინფორმაციების მოძიება, ბაზრის კვლევის ჩატარება;
- პროდუქციის ნაშთების მუდმივი მონიტორინგი;
- შეკვეთების დროული მომზადება და ოპტიმალური დაგეგმვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- ინგლისური ენის ცოდნა, რუსული ან დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- სამედიცინო პროდუქციის სადისტრიბუციო კომპანიაში მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- ტექნიკური საინჟინრო გამოცდილება;
- უპირატესობად მიიჩნევა სამედიცინო აპარატურასთან ტექნიკურ/საინჟინრო მუშაობის გამოცდილება;
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV ფოტო-სურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@4hs.ge