შესყიდვების სპეციალისტი / სწავლება-სტაჟირება

თბილისი სტაჟირება ბორან ლაითი
ხელფასი: 1800
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
შესყიდვები: შესყიდვები(ზოგადი)

კოპმანია: ბორან ლაითი (ბორან ჯგუფის შვილობილი კომპანია)

მისამართი: თბილისი, ქვემო ფონიჭალა, მარნეულის ქ. N44

ვაკანსია: შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე სწავლება-სტაჟირება

კომპანია ბორან ლაითი დაარსდა 2009 წელს. ჩვენი კომპანია არის განათების, სასოფლო სამეურნეო ხელსაწყოების, ელექტრო და არა ელექტრო სამეურნეო ხელსაწყოების იმპორტისა და გაყიდვების ლიდერი საქართველოს ბაზარზე. ჩვენი პარტნიორები არიან მსოფლიოს წამყვანი ბრენდები: OSRAM, LUXRAM, TOLSEN, CROWN, EINHELL, BLACK & DECKER და ა.შ.

კომპანია მუდამ ცდილობს მომხმარებელს შესთავაზოს კონკურენტებთან შედარებით ყველაზე ხარისხიანი პროდუქცია. კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობაც მუდმივად იზრდება - ეს გახლავთ პროფესიონალთა ძლიერი გუნდი, რომელიც ხელს უწყობს კომპანიის მზარდ წარმატებას.


ამჟამად კომპანია ბორან ლაითი აცხადებს ვაკანსიას: შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე სწავლება-სტაჟირება

 

მოვალეობები:

  •  მომწოდებლების ბაზრის კვლევა, ახალი მომწოდებლების მოძიება;
  •  ფასების ანალიტიკა და ოპტიმიზაცია კომპანიის სტრატეგიის მიხედვით;
  •  მარაგების მუდმივი კონტროლი და მონიტორინგი;
  •  საწყობში არსებული ნაშთების კონტროლი;
  •  ლოჯისტიკისა და შესყიდვების დეპარტამენტის მენეჯერთან რეპორტინგი;
  •  საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ადმინისტრირება;

 

მოთხოვნები:

  •  უმაღლესი განათლება;
  •  მათემატიკური უნარები
  •  ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;
  •  კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Word, Excel and Outlook);

 

უნარ-ჩვევები:

  •  აქტიური;
  •  დეტალებზე ორიენტირებული;
  •  ორგანიზებული;
  •  წინააღმდეგობის დამოუკიდებლად დაძლევის უნარი;
  •  ანალიტიკური უნარები
  •  სწრაფი ათვისების უნარი.

 

პირობები:

სამუშაო კრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 09:00-დან 18:00-მდე;

ანაზღაურება: 1800 ლარი (შემდგომში ზრდის პერსპექტივით)

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV (ქართულ ენაზე), შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: t.okriashvili@borun.ge და პოზიციის სახელწოდება მიუთითოთ ელ-ფოსტის სათაურის ველში, წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება.