შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვის ოფიცერი სვანეთში

მესტია სრული განაკვეთი ბემონი ინჟინერია და მშენებლობა
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: 2 - 3 წლამდე ენები: ინგლისური, რუსული
ხარისხის კონტროლი, გარემოს დაცვა, უსაფრთხოება: შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
შპს  „ბემონი ინჟინერია და მშენებლობა“ წარმოადგენს სამშენებლო კომპანიას, რომელიც სამშენებლო და საინჟინრო მიმართულებით ფუნქციონირებს, ფოკუსირებულია ენერგო-ინფრასტრუქტურის განვითარებაზე და აქვს ჯანსაღი ამბიცია ამ მიმართულებით დარგის ლიდერი გახდეს საქართველოში.
კომპანია აერთიანებს მაღალი კვალიფიკაციის მქონე კადრებს, რომელთა ძალისხმევით საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ არაერთი წარმატებული პროექტი არის განხორციელებული.  

კომპანია „ბემონი“ აცხადებს ვაკანსიას  შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვის ოფიცრის პოზიციაზე:

ფუნქცია-მოვალეობები: 
  • პროექტზე მიმდინარე სამუშაოების უსაფრთხოდ წარმართვის უზრუნველყოფა შესაბამისი სახელმწიფო კანონმდებლობის და კომპანიის წესდების დაცვით
  • ობიექტზე რისკების გამოვლენა, შეფასება და რეპორტინგი
  • საფრთხეების გამოვლენის შემთხვევაში, შესაბამისი მაკონტროლებელი ღონისძიებების გატარება
  • სამუშაო ადგილზე ინციდენტებისა და უბედური შემთხვევების კვლევა/ანალიზი
  • ობიექტზე ყოველდღიური ინსტრუქტაჟის ჩატარება (ToolBox) და შესაბამისი ჟურნალების წარმოება
  • გაცნობითი სახის ტრენინგის (Site Induction) ჩატარება და შესაბამისი ჟურნალის წარმოება
  • ობიექტზე საჭირო იდს-სა და მასალა-ინვენტარის განსაზღვრა, მოთხოვნა 
  • უსაფრთხოების ინვენტარის პერიოდული აღწერა-შემოწმობა
  • საინფორმაციო დაფების, უსაფრთხოების ნიშნების განთავსება
  • ყოველკვირეული და ყოველთვიური ანგარიშის მომზადება
  • ყოველდღიური ინსპექტირებების ჩატარება სამშენებლო ობიექტებზე, დასურათება და შესაბამისი ოქმების წარდგენა უშუალო ხელმძღვანელისათვის
  • უსაფრთხოების განხრით პროექტის სპეციფიკაციით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინება
  • HSE პოლიტიკის მხარდაჭერის მიზნით პროცესში ჩართულობა
  • ნარჩენების მართვის (გარემოს დაცვის) პროცესში 

სამუშაო ადგილი: სვანეთი, სოფელი ხაიში

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (სასურველია შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის მიმართულებით)
  • შრომის უსაფრთხოების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება 
  • სერთიფიკატი (აკრედიტაცია) შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის დარგში 
  • შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების ცოდნა
  • უცხო ენების ცოდნა (ინგლისური, რუსული)
  • საოფისე პროგრამების ცოდნა

პირადი უნარ-ჩვენები:
  • გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • ეფექტური კუმუნიკაციის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე hr@bemoni.com  არაუგვიანეს 2023 წლის 17 თებერვლისა. 
გთხოვთ მეილის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!