საწყობ-მაცივრის მუშა

ფოთი სრული განაკვეთი G&A GROUP
მივლინება: არა
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: საწყობის თანამშრომელი
შპს "G&A GROUP" წარმოადგენს ლოჯისტიკურ და სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც 2012 წლიდან ახორციელებს ბრენდი ,,ნობათის’’ გაყინული ხორცპროდუქტების იმპორტს და "რერა"-სა და ,,ხინდას’’ ნახევარფაბრიკატების წარმოება - დისტრიბუციას საქართველოს ბაზარზე.  
 
შპს "G&A GROUP" აცხადებს ვაკანსიას საწყობ-მაცივრის მუშის პოზიციაზე,  ქ.  ფოთში 
სამუშაო განაკვეთი: სრული  

ფუნქცია მოვალეობები: 
  • უზრუნველყოს ტვირთის უვნებლად გადმოტვირთვა, სორტირება და დატვირთვა. 
  • ტვირთის, შეფუთვა, აწონვა და მარკირება. 
  • ტვირთის საწყობში უვნებლად განთავსება. 
  • მესაწყობის მითითებების შესაბამისად განახორციელოს საწყობის მოწესრიგება და დასუფთავება. 
  • სანიტარული, ჰიგიენური და უსაფრთხოების ნორმების დაცვა 
  • აპარატურის  დაზიანებებისა და სხვა სახის ტექნიკური წუნის აღმოჩენის შემთხვევაში საწყობის მენეჯერისთვის დროული ინფორმაციის მიწოდება 
  • მატერიალური აქტივების დაცვა. 
  • სასაწყობე ტექნიკის დატენვა. 
  • სასაწყობე ტექნიკის მართვა (მხოლოდ საწყობის მენეჯერის თანხმობის შემთხვევაში) 
  • შეკვეთების სწორად და დროულად აგროვება-აწყობა და შერჩეულ ლოკაციაზე განთავსება. 
  • სასაწყობე ნაშთების კონტროლი, საწყობის მენეჯერისთვის დროულად ინფორმაციის მიწოდება საწყობში არსებული მარაგების შესახებ. 
  • მაცივრებში არსებული პროდუქციის დასაწყობება, დალაგება და FIFO-ს პრინციპით მოქმედება. 
  • საქონლის მობრუნების კონტროლი, მითვლა,დახარისხება და პროგრამულად ასახვა. 
  • პერიოდულად ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება. 
 
პიროვნული თვისებები: 
  • შრომისმოყვარეობა 
  • პასუხისმგებლობის გრძნობა; 
  • დროის ეფექტური მართვის უნარი; 
  • პუნქტუალურობა; 
  • მოწესრიგებულობა; 
 
 გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@gagroup.com.ge  სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 555 54 00 35 

პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "G&A GROUP"-ისთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს "G&A GROUP -მა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ შპს "G&A GROUP -მა  შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას საკონტაქტო მონაცემებზე: hr@gagroup.com.ge  გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების შპს "G&A GROUP -სთვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს G&A GROUP -ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე  შეტყობინება არ განიხილება, როგორც შპს G&A GROUP -ში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.