შესყიდვების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ბემონი ინჟინერია და მშენებლობა
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
შესყიდვები: შესყიდვების მენეჯერი
შპს  „ბემონი ინჟინერია და მშენებლობა“ წარმოადგენს სამშენებლო კომპანიას, რომელიც სამშენებლო და საინჟინრო მიმართულებით ფუნქციონირებს, ფოკუსირებულია ენერგო-ინფრასტრუქტურის განვითარებაზე და აქვს ჯანსაღი ამბიცია ამ მიმართულებით დარგის ლიდერი გახდეს საქართველოში.
კომპანია აერთიანებს მაღალი კვალიფიკაციის მქონე კადრებს, რომელთა ძალისხმევით საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ არაერთი წარმატებული პროექტი არის განხორციელებული.  

კომპანია „ბემონი“ აცხადებს ვაკანსიას  შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე:

ფუნქცია-მოვალეობები:
  • კომპანიის მიერ განსახორციელებელი შესყიდვების კოორდინაცია;
  • ლოკალურ და ინტერნაციონალურ მომწოდებლებთან შესაბამისი პროდუქციის მოძიება;
  • ახალი მომწოდებლების მოძიება და მოლაპარაკების წარმოება;
  • მომწოდებელთა ბაზის მუდმივი განახლება და განვითარება;
  • ხელშეკრულებების გაფორება;
  • შესასყიდი პროდუქციის შესყიდვის სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით ბაზრის კვლევა;
  • სხვადასხვა სახის კორესპონდენციისა და ანგარიშების მომზადება;
  • სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება შესყიდვების და ლოჯისტიკის მიმართულებით, სასურველია სამშენებლო სფეროში;
  • სასურველია ტენდერებში მონაწილეობის გამოცდილება;
  • უცხო ენების ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა.
 
პირადი უნარ-ჩვენები:
  • გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • ეფექტური კუმუნიკაციის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე hr@bemoni.com  არაუგვიანეს 2023 წლის 17 თებერვლისა. გთხოვთ მეილის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!