რეგიონის ლიდერი კომპანია ,,მაქსიმა“ აცხადებს ვაკანსიას HR ასისტენტის პოზიციაზე, ბათუმში.
,,მაქსიმა“ ბაზარზე წარმოდგენილია 2011 წლიდან და მომხმარებელს სთავაზობს ავეჯის დასამზადებლად საჭირო მასალებს და აქსესუარებს. წარმოადგენს ისეთ ბრენდებს, როგორიცაა: AGT, ORMA, CHAMSAN, YILDIZ ENTEGRE, GTV და სხვა.
მაქსიმა არის მზარდი კომპანია, რომელიც ორიენტირებულია თანამშრომლისთვის შექმნას ჯანსაღი და სასიამოვნო სამუშაო გარემო.
ფუნქცია-მოვალეობები:
- თანამშრომლების ადმინისტრაციული საკითხების წარმოება;
- HR სისტემაში მუშაობა, თანამშრომლების აღრიცხვა;
- რეკრუტინგის სრული ციკლის მართვა;
- თანამშრომელთა სამოტივაციო სისტემის შექმნა;
- საჭიროებისამებრ კომპანიის სხვადასხვა პროექტებში ჩართულობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- სასურველია HR მიმართულებით გამოცდილება მინიმუმ 1 წელი.
უნარ-ჩვევები:
- კომუნიკაციის უნარი;
- განვითარებაზე ორიენტაციის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
პირობები:
გრაფიკი: 09:30- დან 18:30. შაბათ - კვირა დასვენება.
ანაზღაურება: 1200 ლარი
დაინტერესების შემთხვევაში სივი გამოგზავნეთ შემდეგ მისამართზე info@maxima.ge , სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება ან დაგვირეკეთ ნომერზე +995 574088108 . გისურვებთ წარმატებას!