ხორცპროდუქტების წარმოების კომპანია „ATENK” 1993 წლიდან წარმატებით მოღვაწეობს სომხეთის ბაზარზე,რომელიც წარმოდგენილია 150 სახეობის პროდუქტით. მისი მთავარი ამოცანაა აწარმოოს და მომხმარებლს შესთავაზოს მუდმივად ახალი, ჯანსაღი და ხარისხიანი პროდუქტი.
კომპანია „ATENK”-ის წარმომადგენლობა საქართველოში აცხადებს ვაკანსიას ოფის მენეჯერი-ს პოზიციაზე:
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი ორხევი
ძირითადი მოვალეობები:
- ოფისისთვის საჭირო შესყიდვების განხორციელება და შესაბამისი ხარჯების აღრიცხვა
- ოფისში მიმდინარე პროცესების მართვა (ტექნიკური, სამეურნეო, უსაფრთხოების თუ სხვა საკითხების, მათ შორის დასუფთავებისა და ინვენტარის კონტროლი და მართვა)
- ოფისში არსებული დოკუმენტაციის კონტროლი და აღრიცხვა
- ოფისის ეფექტური მუშაობის უზრუნველყოფა სხვადასხვა პროგრამებისა და სისტემების გამოყენებით
- შემოსულ ზარებზე პასუხი
- ოფისის ვიზიტორების დახვედრა და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება
- კომპანიის ყველა საჭირო პროცესში ჩართულობა
- კომპანიის მენეჯმენტის დავალებების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office, MS Excel, Power Point);
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე k.ramishvili@yahoo.com და სათაურის ველში - "subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა ვერ განიხილება. ფოტოსურათი აუცილებელია. ადგილმდებარეობა : ორხევის დასახლება
გისურვებთ წარმატებას !