შპს ,,ჯითექსი“ აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური მენეჯერის პოზიციაზე.
კომპანია ,,ჯითექსი“ დაარსდა 2007 წელს და უკვე 15 წელია რაც ბაზარზე ოპერირებს. იგი აერთიანებს ისეთ საერთაშორისო ბრენდებს, როგორიცაა: Penti, Matalan, OVS, Terranova, Enza home, EnglishHome.
სამუშაო განაკვეთი: 09:00-18:00 სთ
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ობიექტის ტექნიკური უზრუნველყოფა;
- ტექნიკის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
- სისტემების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
- ობიექტის ტერიტორიაზე არსებული ტექნიკის და სხვადასხვა კომუნიკაციების უსაფრთხოების კონტროლი;
- ტექნიკური თანამშრომლების ეფექტური ორგანიზება;
- ობიექტის ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით დაგეგმილ სამუშაოებში მონაწილეობის მიღება;
- კაპიტალური შეკეთებების დაგეგმვა, ორგანიზება და მართვა;
- კომპანიის მფლობელობაში არსებული შენობის შიდა და გარე დაზიანებების მონიტორინგი;
- სველი წერტილების კონტროლი, მსუბუქი სანტექიკური სამუშაოების ჩატარება;
- ელ.ქსელის და განათების კონტროლი, მსუბუქი სამუშაოების ჩატარება;
- სამუშაოს შესასრულებლად აუცილებელი ტექნიკის კარგი ცოდნა;
- უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების დროული შესრულება.
პასუხისმგებლობა
- წინამდებარე ინსტრუქციების შესრულებაზე;
- უშუალო ხელმძღვანელობის ბრძანებებისა და მითითებების შესრულებაზე;
- მის საქმიანობასთან დაკავშირებულ პროცედურების დაცვაზე.
- წინამდებარე ინსტრუქციების შესრულებაზე;
- უშუალო ხელმძღვანელობის ბრძანებებისა და მითითებების შესრულებაზე;
- მის საქმიანობასთან დაკავშირებულ პროცედურების დაცვაზე.
უნარები და კომპეტენციები
- პრიორიტეტების განსაზღვრისა და სამუშაოს დელეგირების უნარი;
- დროის მართვის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ორგანიზებული საქმიანობის წარმართვის და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- პრობლემების გადაჭრის უნარი.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr@gtex.ge.
ელ-ფოსტის გამოგზავნისას სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ შემდეგი დასახელება: ,,ტექნიკური მენეჯერი“
წარმატებებს გისურვებთ!