ფარმაცევტული კომპანია „ნუვეა ფარმაცევტიკალსი“ აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე თბილისსა და რეგიონებში (იმერეთი, შიდა ქართლი/სამცხე-ჯავახეთი, აჭარა).
სამუშაოს აღწერილობა:
- კომპანიის პროდუქციის გაცნობა, დანერგვა, გაყიდვების ხელშეწყობა
- ყოველდღიური ვიზიტები ექიმებთან, კლინიკებში, აფთიაქებში
- საპრომოციო აქტივობების, ღონისძიებების, პრეზენტაციების, მრგვალი მაგიდების, კონფერენციების დამუშავება, ორგანიზება, ჩატარება
- ყოველდღიური, ყოველთვიური სამუშაოს დაგეგმარება/რეპორტინგი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი სამედიცინო განათლება აუცილებელია
- სამედიცინო წარმომადგენლად, მარკეტინგში ან გაყიდვების სამსახურში მუშაობის გამოცდილება აუცილებელია
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე
- უცხო ენის (რუსული, ინგლისური) ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- კომუნიკაბელურობა, პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი
- ორგანიზებულობა, პასუხისმეგებლობა, პუნქტუალობა, დროის მენეჯმენტი
- ანალიტიკური აზროვნების უნარი, კრეატიულობა, შედეგზე ორიენტირებულობა
- ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი
სამუშაო განაკვეთი: სრული 9:00 დან 18:00 მდე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
საგამოცდო პერიოდი: 3 თვე. საწყისი ანაზღაურება განისაზღვრება ინდივიდუალურად.
საგამოცდო პერიოდის შემდეგ: ზრდადი ანაზღაურება, კვარტლური პრემიალური სისტემა გაყიდვების მიხედვით.
სოციალური პაკეტი (სატელეფონო, სატრანსპორტო და სამივლინებო ხარჯები, ჯანმრთელობის დაზღვევა)
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით ელ-ფოსტაზე; info@nuveapharm.com Subject-ის ველში აუცილებლად მიუთითეთ სასურველი პოზიცია და რეგიონი.