უძრავი ქონების სააგენტო M Group-ი აგრძელებს განვითარებას, ჩვენი მე-4 ფილიალისთვის ვეძებთ მეგობრულ და შრომისმოყვარე კანდიდატებს უძრავი ქონების აგენტის (ბროკერის) პოზიციაზე.
ძირითადი მოთხოვნები:
ძირითადი მოთხოვნები:
- გამართული მეტყველების უნარი
- კომუნიკაბელურობა
- პუნქტუალურობა
- მოლაპარაკების წარმოების უნარი
- შრომისმოყვარეობა
- გუნდურად მუშაობის უნარი
ჩვენი გუნდის უპირატესობები:
- გუნდის საუკეთესო თანამშრომლებს, M Group-ი კომპანიის ხარჯით, ასვენებს ევროპის სხვადასხვა ქალაქში
- წამახალისებელი შეჯიბრებები
- გასართობი ღონისძიებები
- მეგობრული გარემო
- ტურები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში
- კარიერული წინსვლა
ჩვენ გთავაზობთ:
- საქმის ადგილზე საფუძვლიანად შესწავლას
- ტრენინგებს
ანაზღაურება: 1000-დან 5000 ლარამდე, დამოკიდებულია კანდიდატის შრომისმოყვარეობაზე.
ჩვენი ოფისები მდებარეობს:
თბილისი:
- მეტრო მარჯანიშვილთან
- მეტრო სარაჯიშვილთან
- მეტრო ნაძალადევთან
თუ აკმაყოფილებთ შესაბამის მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე mgroup.brokers1@gmail.com.
აუცილებელი მოთხოვნაა კანდიდატს უნდა ჰქონდეს თავისუფალი გრაფიკი (პარალელურად არ უნდა მუშაობდეს და არ უნდა სწავლობდეს).