იურისტი

თბილისი სრული განაკვეთი სლოტ კლუბი 777
მივლინება: არა ხელფასი: 1800
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: 2 - 3 წლამდე ენები: ინგლისური, რუსული
იურიდიული: იურისტი
„სლოტ კლუბი 777“   არის   უახლესი სათამაშო აპარატებით აღჭურვილი სათამაშო სივრცე თბილისსა და რეგიონებში. კომპანიის მთავარი მიზანია შეუქმნას მომხმარებელს ყველაზე სწრაფი, კომფორტული და მათზე მორგებული სათამაშო გარემო. 
დასაქმების შემთხვევაში ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გარემო, განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი და დაწინაურების რეალური შესაძლებლობა. 

„სლოტ კლუბი 777“   აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე : იურისტი 
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი- პარასკევი 10:00 – 19:00 
ანაზღაურება: 1800 ლარი   

ძირითადი მოვალეობები: 
  • იურიდიული საკითხების მოგვარება და დოკუმენტაციების შედგენა, ხელშეკრულებების გაფორმება; 
  • წარმომადგენლობა სასამართლოში და სახელმწიფო ორგანოებში, შემოსავლების სამსახურთან ურთიერთობა; 
  • შესრულებული სამუშაოს შესახებ სისტემატურად საქმის კურსში ჩააყენოს დამსაქმებელი. 
  • უშუალო ხელმძღვანელის მითითებების ზედმიწევნით შესრულება; 
  • კომპანიის შინაგანაწესის, თანამდებობრივი ინსტრუქციებისა და დებულებების ზედმიწევნით დაცვა. 
  
საჭირო მოთხოვნები: 
  • უმაღლესი იურიდიული განათლება; 
  • აუცილებელია, რომ ჰქონდეს გავლილი შრომის უსაფრთხოების სპეციალური კურსი და შესაბამისი სერთიფიკატი.
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Windows, MS Word, Excel, Outlook, Internet); 
  • ენების ცოდნა: რუსული, ინგლისური 
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (სასურველია); 
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; 
  • პუნქტუალურობა; 
  • ყურადღება დეტალების მიმართ; 
  • კომუნიკაბელურობა; 
  • სიახლეებთან და ცვლილებებთან ადაპტაციის კარგი უნარი; 
  • სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარ-ჩვევები; 
  • დაძაბულ რეჟიმში, სწრაფ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი; 
 
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@club777.ge ან სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.    
 
მნიშვნელოვანი შეტყობინება:  გაითვალისწინეთ, რომ ზემოთ აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გაგზავნით თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს შპს  კომპანიის მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით.