სურსათის უვნებლობის სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი წისქვილი ჯგუფი
მივლინება: არა
ბუღალტერია/ფინანსები: აუდიტი
„წისქვილი ჯგუფი“  ტრადიციული ქართული გემოების,  ატმოსფეროსა და კულტურის ერთობლიობაა, რომელიც 2002 წლიდან მასპინძლობს სტუმრებს თბილისში წარმოდგენილ სამ სხვადასხვა ლოკაციაზე. წისქვილში შექმნილი გარემო,  თავს გვახვევს ნოსტალგიურ განწყობას და პირდაპირ ასოცირდება იმ ტრადიციებთან, რაც წლების განმავლობაში ქმნიდა ფაქტობრივად ბრენდად ჩამოყალიბებულ - „ქართულს“. ამის პარალელურად, არ ჩამორჩება თანამედროვე ტენდენციებს და ყველა გემოვნების მომხმარებელს სთავაზობს საგულდაგულოდ მოწყობილ კუთხეს.  კომპანიას არსებობის დღიდან დამსახურებულად აქვს მიღებული ჯილდოები მისი ხარისხისა და სტუმარ-მასპინძლობის დამსახურებით (Golden Brand Award 2005-2012, International NBR Award, Tripadvisor Certificate Of Excellence Winner 2019 და სხვა..) 

მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ „წისქვილი ჯგუფის“ დიდ გუნდში გვაქვს სურსათის უვნებლობის სპეციალისტის ვაკანტური პოზიცია. 
 სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე. 
სამუშაო ადგილი: თბილისი 
 
ფუნქცია-მოვალეობები: 
  •  საფრთხეების იდენტიფიცირება და რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან; 
  • პირველადი და გეგმიური სურსათის უვნებლობის აუდიტის ჩატარება; 
  • საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სურსათის უვნებლობის დოკუმენტაციის მომზადება/წარმოებაში მონაწილეობის მიღება; 
  • სამუშაო სივრცეში სურსათის უვნებლობის საფრთეების შეფასება და კონტროლში მონაწილეობა; 
  • კომპანიაში სურსათის უვნებლობის წესების დასაცავად შესაბამისი ღონისძიებების დანერგვაში მონაწილეობის მიღება; 
  • დაკავებული პოზიციიდან გამომდინარე, უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება მითითებისამებრ; 
 
სასურველა კანდიდატი აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: 
  • მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე ნებისმიერი ტიპის სასურსათო წარმოებაში; 
  • ინსპექტირებისა და აუდიტის ჩატარების ტექნიკის ცოდნა; 
  • საქართველოს კანონმდებლობის და საერთაშორისო სტანდარტების - #301, #173 დადგენილებებისა და HACCP -ის კოდექსის ცოდნას; 
  • უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს სასურსათო ტექნოლოგიები, ბიოლოგიის, კვება და საზოაგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით განათლებით (განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც); 
 
პიროვნული თვისებები: 
  • ლოგიკური აზროვნება, ანალიზის და შეფასების უნარი; 
  • წინასწარ დადგენილ პროცედურების მიხედვით მუშაობის უნარი; 
  • გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი; 
 
თუ თვლით, რომ თქვენი გამოცდილება და უნარ-ჩვევები შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს და ამავდროულად გსურთ შემოუერთდეთ „წისქვილი ჯგუფის“  პროფესიონალთა გუნდს, გთხოვთ გადმოგვიგზავნოთ  რეზიუმე ელ. ფოსტის მისამართზე hr@tsiskvili.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.  
 
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გადმოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პირადი და პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. 
 დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.  
 გისურვებთ წარმატებებს! 
 ინფორმაცია არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე.  
 გისურვებთ წარმატებას!