ღამის ცვლის დისპეჩერი

თბილისი სრული განაკვეთი Indigo Cars
მივლინება: არა ხელფასი: 2000 - 2500
ენები: ინგლისური, რუსული
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: დისტანციური მართვის ოპერატორი (დისპეჩერი)
ავტოიმპორტიორი კომპანიაა "Indigo Cars" , რომელიც საქართველოს ბაზარზე ოპერირებს 5 წელია. კომპანია წარმოადგენს საერთაშორისო ბრენდების ოფიციალურ პარტნიორს საქართველოში და მომხმარებელს სთავაზობს მანქანის შეძენასთან დაკავშირებულ ხარისხიან, ეფექტურ და გამართულ მომსახურებას. კომპანია სანდო და სტაბილური პარტნიორებისა და მომხმარებლებისათვის შეთავაზებული ავტოექსპერტების დახმარებით უზრუნველყოფს როგორც ავტომობილის შერჩევას, ასევე მის ტრანსპორტირებას საქართველომდე.

ავტოიმპორტიორი კომპანია "Indigo Cars" აცხადებს ვაკანსიას ღამის ცვლის დისპეჩერის  პოზიციაზე თბილისში.

კომპანია დასაქმებულს სთავაზობს სტაბილურ და საინტერესო გარემოში მუშაობას, განვითარების შესაძლებლობას და მაღალი სტანდარტის სამუშაო პირობებს.

 სამუშაოს აღწერა და მოვალეობები:
  • ამერიკის ტერიტორიაზე არსებული ტვირთების მოძიება სპეციალური Load board-ებიდან;
  • ტვირთთან დაკავშირებით შუამავალ კომპანიებთან მოლაპარაკებების წარმოება;
  • შეკვეთების აღება (შესაბამისი Load board-ებიდან, ტელეფონით, e-mail-ით);
  • საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
  • ტვირთის კონტროლი და გადაზიდვის პროცესის ორგანიზება.
  • ავტომობილების შიდა ტრანსპორტირება აშშ-ში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ინგლისური ენის ცოდნა მაღალ დონეზე;
  • რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
  • ლოგიკური აზროვნების უნარი;
  • აუცილებელია აღნიშნულ სფეროში სამუშაო გამოცდილების ქონა.

 
სამუშაო გრაფიკი:  17:00 -02:00 საათამდე
ანაზღაურება: 2000-5000 ლარამდე კვალიფიკაციის და გამოცდილების შესაბამისად.


დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@pab.ge. Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში არ განიხილება თქვენი რეზიუმე.