კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი Indigo Cars
მივლინება: არა ხელფასი: 3000
ენები: ინგლისური, რუსული
გაყიდვები: კორპორატიული კლიენტები (B2B)
ავტოიმპორტიორი კომპანიაა "Indigo Cars" , რომელიც საქართველოს ბაზარზე ოპერირებს 5 წელია. კომპანია წარმოადგენს საერთაშორისო ბრენდების ოფიციალურ პარტნიორს საქართველოში და მომხმარებელს სთავაზობს მანქანის შეძენასთან დაკავშირებულ ხარისხიან, ეფექტურ და გამართულ მომსახურებას. კომპანია სანდო და სტაბილური პარტნიორებისა და მომხმარებლებისათვის შეთავაზებული ავტოექსპერტების დახმარებით უზრუნველყოფს როგორც ავტომობილის შერჩევას, ასევე მის ტრანსპორტირებას საქართველომდე.

ავტოიმპორტიორი კომპანია "Indigo Cars" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის  პოზიციაზე თბილისში.

კომპანია დასაქმებულს სთავაზობს სტაბილურ და საინტერესო გარემოში მუშაობას, განვითარების შესაძლებლობას და მაღალი სტანდარტის სამუშაო პირობებს.საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

აუცილებელი მოთხოვნები:
  •  ავტოდილერების მოზიდვა და პროცესების მართვა
  •  აუცილებელი პირობა აპლიკანტს ჰქონდეს მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება
  •  ქართული და უცხო ენების (რუსული და ინგლისური) ცოდნა - აუცილებელი პირობაა;
  •  კომპიუტერული პროგრამების ცოდნა

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:
  •  ავტოდილერებთან ურთიერთობის წარმოება
  •  ბაზრების შესახებ ინფორმაციის შეგროვება
  •  ბაზარზე კლიენტებთან კონკურენტების პოზიციის, არსებული სიტუაციის, ცვლილებების შესახებ ინფორმაციის შეკრება და ანალიზი
  •  შეკვეთების მიღება არსებული მომხმარებლისგან
  •  ყოველკვირეული/ყოველთვიური რეპორტინგის მომზადება შესრულებულ სამუშაოებსა და სამოქმედო გეგმებზე, დაგეგმარება
  •  შედეგზე ორიენტირებულობა - გაყიდვების მაჩვენებლის გაზრდა

უნარ-ჩვევები:
  •  ლიდერული უნარ-ჩვევები, ენერგიულობა და შედეგზე ორიენტირებულობა
  •  კომუნიკაბელურობა
  •  თავდაჯერებულობა
  •  მომხმარებელთან ურთიერთობების წარმართვის უნარი
  •  გადაწყვეტილებათა მიღების უნარი
  •  შრომისა და დროის სწორად განაწილების უნარი

სამუშაო განაკვეთი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00  -18:00 საათამდე
ანაზღაურება: 3000 ლარი 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@pab.ge. Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში არ განიხილება თქვენი რეზიუმე.