ხარისხის კონტროლისა და უზრუნველყოფის ინჟინერი

სოხუმი სრული განაკვეთი ენერგონი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: რუსული, ინგლისური
წარმოება/ოპერაციები: ხარისხის კონტროლი
ს.ს. „ენერგონი“ (ჰიდროენერგეტიკული სამშენებლო კომპანია 1956 წლიდან) აცხადებს ვაკანსიას ხარისხის კონტროლისა და უზრუნველყოფის ინჟინერის პოზიციაზე 
პროექტის დასახელება: ენგურჰესის რეაბილიტაციის პროექტი 
სამუშაო ადგილი : აფხაზეთი 

ფუნქცია-მოვალეობები: 
  • სამშენებლო ობიექტზე მიმდინარე და შესრულებული სამუშაოების ხარიხის კონტროლი და უზრუნველყოფა პროექტის ნახაზების და სპეციფიკაციების მიხედვით 
  • საჭიროების შემთხვევაში სამუშაოების მეთოდოლოგიის შედგენაში მონაწილეობის მიღება  
  • შემოსული ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვა ანალიზი და შესაბამისი ანგარიში მომზადება 
  • ხარისხის კონტროლის აქტების მომზადება და ინჟინერთან წარდგენა 
  • სამშენებლო ობიექტზე არსებული მასალების და დანადგარების დასაწყობების / შენახვის პირობების კონტროლი და შესაბამისი ანგარიშების და რეკომენდაციების მომზადება 
  • შეუსაბამობების გამოვლენა, შესაბამისი ანგარიშების მომზადება, რეკომენდაციების გაწევა და პროექტთან შესაბამისობის უზრუნველყოფა და მონიტორინგი საკითხის საბოლოო დახურვამდე 
  • ზემოთაღნიშნული ფუნქცია-მოვალეობების შესრულება ჯანმრთელობის, გარემოს დაცვის და შრომის უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით 

ძირითადი მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება ტექნიკურ სფეროში 
  • სამშენებლო პროექტის დოკუმენტაციასთან  და ნახაზებთან მუშაობის გამოცდილება 
  • სამშენებლო სფეროში მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება 
  • ხარისხის კონტროლის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება  
  • საოფისე პროგრამების (MS Word, MS Excel; Power Point; Outlook) მაღალ დონეზე ცოდნა 
  • რუსული და ინგლისური ენების თავისუფლად ფლობა 
  • ხარისხის კონტროლის სპეციალისტის შესაბამისი სერტიფიკატი 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე vacancy@energony.ge და წერილის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება. განცხადების შემოტანის ბოლო ვადაა  15 თებერვალი 2023 წელი  
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 
რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ სს „ენერგონმა““ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 2 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი განიხილოს სხვა პოზიციაზეც.