.NET დეველოპერი

თბილისი სრული განაკვეთი Alta Software
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: 1 - 2 წლამდე ენები: ინგლისური
ინფორმაციული ტექნოლოგიები: პროგრამისტი/დეველოპერი

„ალტა სოფთვეარი“ აცხადებს ვაკანსიას .NET დეველოპერის პოზიციაზე.


„ალტა სოფთვეარი“ საქართველოში მოწინავე კომპანიაა, რომელიც  ქვეყნის ფინანსური სექტორისთვის პროგრამული უზრუნველყოფას ქმნის. ჩვენ ვწერთ სისტემებს, რომლებსაც აქტიურად იყენებენ მომხმარებლები უკვე 25 წელია.


სამუშაოს აღწერა:

ჩვენთან შესაძლებლობა გექნებათ გამოიყენოთ უახლესი ტექნოლოგიები და მიდგომები კომპლექსური ბიზნეს პრობლემების გადასაჭრელად. თქვენ შეძლებთ მონაწილეობას და მნიშნელოვანი წვლილის შეტანას პროგრამული უზრუნველყოფის ყველა ეტაპზე: არქიტექტურის მოფიქრება, ტექნოლოგიების არჩევა, მაღალი წარმადობის, ბიზნესზე ორიენტერიბული და ტესტირებადი კოდის იმპლემენტაცია.


რას გთავაზობთ:

  • კომფორტულ სამუშაო გარემოს
  • თვითგანვითარებისა და ახალი ტექნოლოგიების ათვისების შესაძლებლობას
  • კონკურენტულ ანაზღაურებას
  • ჯანმრთელობის დაზღვევას
  • მეგობრულ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარები:

  • С# 9+ საფუძვლიანი ცოდნა
  • ASP.NET Core ეკოსისტემის საფუძვლიანი ცოდნა და Web API-ს შექმნის გამოცდილება
  • .NET 6+ მუშაობის გამოცდილება
  • მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება (MSSQL)
  • მიკროსერვისული არქიტექტურის პრინციპების ცოდნა და პრაქტიკაში გამოყენება
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • კონფიდენციალურობის დაცვა
  • როგორც დამოუკიდებლად ასევე, გუნდთან მუშაობის უნარი


უპირატესობად ჩაითვლება:

  • OAuth 2.0 & OpenID გამოყენების გამოცდილება
  • DDD (Domain Driven Design) პრინციპების ცოდნა
  • CQRS პრინციპების ცოდნა
  • RabbitMQ ან სხვა message broker-ებთან მუშაობის გამოცდილება


დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@altasoft.ge. ელექტრონული წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - .NET Developer. გასაუბრებისთვის გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენ მიერ დაწერილი კოდი განსახილველად.


შენიშვნა: განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე რეზიუმეს გაგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ თქვენი გადმოგზავნილი მონაცემები, მათ შორის "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული პერსონალური მონაცემები, დამუშავდეს და გადამოწმდეს პოზიციასთან Altვალიფიკაციის შესაბამისობის დადგენის მიზნით. გარდა ამისა, „ალტა სოფთვეარი“ იტოვებს უფლებას, შეინახოს და დაამუშავოს აღნიშნული მონაცემები გადმოგზავნიდან ერთი წლის მანძილზე.