კომპანია „BMS Applications“ 2012 წლიდან დღემდე სხვდასხვა კომპანიებს სთავაზობს IT აუთსორსინგ სერვისებს.
„BMS Applications“ აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: სისტემური ადმინისტრატორი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- Microsoft Windows Server (2012/2016/2019)-ის ცოდნა.
- VMware-ის ადმინისტრირების ცოდნა (vCenter, ESXI)
- ოპერაციულ სისტემებთან Windows, Mac OS, Linux-თან მუშაობის გამოცდილება.
- ქსელური ტექნოლოგიებისა და კონცეფციების ცოდნა
- 1 წლიანი გამოცდილება IT ინფრასტრუქტურისა და მომსახურების მიწოდების მხარდაჭერის სფეროში
- უმაღლესი ტექნიკური განათლება (ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში)
- Microsoft-ის სერთიფიკატები ჩაითვლება უპირატესობად
ფუნქცია-მოვალეობები:
- სერვერების ადმინისტრირებასთან დაკავშირებული სამუშაოების წარმოება (ფიზიკური აწყობა, ოპერაციულ სისტემების ინსტალაცია, საწყისი კონფიგურაციის გამართვა, საწყისი ტესტირება, ხარვეზების ანალიზი და მათი აღმოფხვრის გზების დადგენა).
- IT ინფრასტრუქტურის სერვერული სისტემის გამართულობის/ხელმისაწვდომობის მონიტორინგი
- Active Directory-ის ობიექტების მართვა (მომხმარებლები, კონტაქტები, კომპიუტერები, ჯგუფები)
- ფაილ სერვერის მუშაობის მხარდაჭერა, წვდომების გაწერა
- Microsoft, Cisco, VMware და ან სხვა ტექნოლოგიების ადმინისტრირება და მხარდაჭერა
- VMware-ის პლატფორმაზე ვირტუალური გარემოს მართვა
- სისტემების ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფა
- IT პროექტებში ჩართულობა, სამუშაო ვადები და ხარისხის კონტროლი
- დაგეგმილი IT ინფრასტრუქტურის ტექნიკური სამუშაოების შესრულება და მონიტორინგი
უნარ-ჩვევები:
- გუნდური მუშაობის უნარი
- გადაწყვეტილების მიღების უნარი;
- პრობლემების ანალიზის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დროის მართვის უნარი
- ქსელის გუნდთან თანამშრომლობის უნარი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი შრომის კოდექსის მიხედვით
ბენეფიტები:
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- კორპორაციული ნომერი ულიმიტო ტარიფით;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@bmsapplications.com და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.