სავაჭრო წარმომადგენელის / პრისეილერი

თბილისი სრული განაკვეთი ქართველი
მივლინება: არა
ენები: ინგლისური, რუსული მართვის მოწმობა: B
გაყიდვები: სავაჭრო წარმომადგენელი, პრისელერი
ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია ქართველი აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო წარმომადგენელის (პრისეილერის) პოზიციაზე.  
მდებარეობა: თბილისი 
სამუშაო გრაფიკი: სრული 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია); 
  • ალკოდისტრიბუციაში მუშაობის გამოცდილება (სასურველია); 
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომანქანის ქონა (აუცილებელია); 
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა; 
  • ინგლისური ან  რუსული ენების ცოდნა სასურველია. 
 
მოვალეობები: 
  • ქსელური სავაჭრო ობიექტებიდან შეკვეთების მიღება. 
  • სავაჭრო ობიექტებში შეკვეთის ფორმირება (გაფორმება); 
  • პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგი ცოდნა; 
  • არსებული სადისტრიბუციო ქსელის ობიექტების სრული დაფარვა. 
  • გაყიდული პროდუქციის, ობიექტებზე ანგარიშგების მომზადება; 
  • უშუალო ხელმძღვანელთან მჭიდრო კავშირი და სამუშაო გეგმის შედგენა; 
  • სავაჭრო ობიექტებში მერჩენდაიზინგისა და პროდუქციის წარდგენის სტანდარტების კონტროლის განხორციელება საჭიროებისამებრ; 
  • სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ნაშთების ოპერატიული ანალიზი; 
  • გაფორმებული შეკვეთების საინფორმაციო ბაზაში ყოველდღიური შეყვანა. 
 
უნარ-ჩვევები:  
  • გაყიდვებზე ორიენტირებული; 
  • ორგანიზებული; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
  • კომუნიკაბელური; 
  • პუნქტუალური; 
  • ენერგიულობა და მაღალი შრომის უნარი; 
  • დეტალებზე ორიენტირებული; 
  • ახალი ობიექტების ათვისების უნარი; 
  • პროდუქციის პრეზენტაციის უნარი; 
  • დოკუმენტებთან და პოკეტთან სრულყოფილად მუშაობის უნარი; 
 
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: hr@kartveli.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "სავაჭრო წარმომადგენელი (პრისეილერი)". რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელითა და გვარით.