პროექტ-მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ინდექს ჯგუფი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
მარკეტინგი, რეკლამა, PR: პროექტის მენეჯერი
INDEX  აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების პროექტ-მენეჯერის პოზიციაზე. 
  
კომპანიის შესახებ: შპს INDEX GROUP დაფუძნებულია ქართველი და ევროპელი პარტნიორების მიერ და გთავაზობთ ევროპის საუკეთესო და წამყვანი ბრენდების პროდუქციას. კომპანიის მულტი-ბრენდულ შოურუმში წარმოდგენილია შენობის ექსტერიერისა და ინტერიერის მოწყობისთვის საჭირო მასალების სრული გამა, ავეჯის, განათების, მოსაპირკეთებელი მასალების, დეკორის, ტექსტილის ჩათვლით. 
  
საკვალიფიკაფიო მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება 
  • მნიშვნელოვანია აქტიური კომუნიკაციის კარგი უნარი; 
  • პრეზენტაციისა და კონსულტაციის გაწევის უზადო უნარი; გამართული მეტყველება; 
  • დარწმუნების უნარი. 
  • რუსული და ინგლისური ენების კარგი ცოდნა - როგორც მეტყველება, ასევე წერა; 
  • აუცილებელია საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა: 
  • სასურველია გრაფიკული პროგრამების ცოდნა- 3DMax, AutoCAD, Adobe Photoshop, Corel Draw. 
  • გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრივილეგიად. 
  
აუცილებელი პიროვნული თვისებები: 
  • სასიამოვნო, დახვეწილი, კრეატიული გარეგნობის ქალი ან მამაკაცი 
  • შემოქმედებითი აზროვნება; 
  • ეფექტური დროის მენეჯმენტი, მოწესრიგებულობა და ორგანიზების კარგი უნარი 
  • კომუნიკაბელური და კოლეგიალური 
  • განვითარებაზე ორიენტირებული, პროგრესულად მოაზროვნე; 
  • გუნდურად მუშაობის უნარი 
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. 
  • პრობლემის გადაჭრის და დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი. 
  
ფუნქცია-მოვალეობები: 
  • უშუალოდ  კლიენტებთან მუშაობა. 
  • კლიენტის ეფექტური, კვალიფიციური და თავაზიანი მომსახურება, სრულყოფილი კონსულტაციის გაწევა. 
  • შოურუმში წარმოდგენილი ბრენდებისა და მათი პროდუქციის სრულყოფილი შესწავლა-ცოდნა; 
  • მყიდველთათვის კვალიფიციური დახმარების გაწევა პროდუქციის შერჩევასა და გადაწყვეტილების მიღებაში; 
  • რეალიზაციის მუდმივ ზრდაზე ორიენტირებულობა; 
  
სამუშაო პირობები: 
  • ჩვენ გთავაზობთ სამუშაო გარემოს საერთაშორისო კაპიტალით. 
  • უცხოელი ექსპერტების მიერ ჩატარებულ ტრეინინგ კურსებს და მივლინებებს ევროპის სხვადასხვა წამყვან ქვეყნებში 
  • მზარდ ანაზღაურებას 
  • სამუშაო გრაფიკი: სრული 
  • სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი (10:00-18:30) შაბათი (11:00-17:00) 
  • ფიქსირებული ხელფასი + ბონუსური სისტემა. 
  • გამოსაცდელი ვადა - 2 კვირა. 
  
დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV და პორტფოლიო შემდეგ მისამართზე: careers@index.com.ge
  სავალდებულოა: CV უნდა იყოს ქართულ ან ინგლისურ ენაზე ფოტოსურათით  "Subject"-ში მიუთითეთ "გაყიდვების პროექტ-მენეჯერის” პოზიცია (!!!)