შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი თბილისსა და აჭარის რეგიონში

თბილისი, ბათუმი, სხვა სრული განაკვეთი HSE Georgia
მივლინება: დიახ ხელფასი: 1000 - 2000 +ბონუსი
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული მართვის მოწმობა: B
ხარისხის კონტროლი, გარემოს დაცვა, უსაფრთხოება: შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი

HSE Georgia წარმოადგენს შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის საკონსულტაციო აუთსორს კომპანიას,  რომელიც სთავაზობს სხვადასხვა პროფილის კომპანიებს კანონით დადგენილი შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვას , რეგლამენტთან შესაბამისობაში მოყვანას, დასაქმებულთა პერიოდულ სწავლებებს შრომითი უსაფრთხოების კუთხით, სამუშაო სივრცეში რისკების აღმოფხვრასა და მათ მუდმივ მართვას.

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • საინტერესო და მრავალფეროვან სამუშაოს პროფესიონალ გუნდთან ერთად;
  • პროფესიული ზრდისა და განვითრების შესაძლებლობას;

 

HSE Georgia აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციაზე თბილისსა და აჭარის რეგიონში 

 


ძირითადი მოვალეობები:

  • კონტრაქტორ კომპანიებთან შრომის უსაფრთხოების ნორმების დანერგვა
  • რისკების შეფასება  და  საფრთხეების იდენტიფიცირება;
  • თანმიმდევრული პრევენციული  ღონისძიებების პოლიტიკის შემუშვება, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს დამკვეთი კომპანიის გარემოს და შრომის პროცესის თავისებურებებს;
  • შრომის უსაფრთხოების დოკუმენტაციის მომზადება;
  • შრომის უსაფრთხოების საკითხებზე სწავლების ჩატარების გეგმის შედგენა და დასაქმებულებისთვის შესაბამისი სწავლება/ინსტრუქტაჟის ჩატარება;
  • საჭირო გაზომვითი სამუშაოების ჩატარება (მიკროკლიმატის, ხმაურის და ა.შ);
  • სწავლებების, ინსტრუქტაჟების ჩატარება;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატი, დიპლომი;
  • შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობის/ნორმატიული/სახელმძღვანელო დოკუმენტების ცოდნა;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
  • პრეზენტაციების, სწავლებების ჩატარების მინიმალური უნარ-ჩვევები;
  • ყურადღება დეტალების მიმართ;
  • მოტივაცია და ენერგიულობა, მოქნილობა და ოპერატიულობა.
  • ინგლისური და/ან რუსული ენების ცოდნა (სასურველი);

 

აუცილებელი პირობა:

  • მართვის მოწმობისა და ავტომობილის ფლობა (კომპანია აანაზღაურებს საწვავისა და ცვეთის ღირებულებას);

 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელქტრონულ მისამართზე: hr@hsegeorgia.ge  გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსია, რომელზეც აკეთებთ განაცხადს, ასევე რეზიუმესთან ერთად გამოაგზავნოთ შრომის უსაფრთხოების აკრედიტირებული პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი ან დაგვიკავშირდით ნომერზე:+995 579 37 00 33

დაკავშირება მოხდება, მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!