შესყიდვების კოორდინატორი

ბორჯომი სრული განაკვეთი Crowne Plaza Borjomi
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
შესყიდვები: შესყიდვები(ზოგადი)
სასტუმრო «ქრაუნ პლაზა ბორჯომი» მდებარეობს ბორჯომის ცენტრში, საქართველოს თვალწარმტაც სპა და საკურორტო ქალაქში, რომელიც არტეზიული ბუნებრივი წყლებით არის ცნობილი, ბორჯომის ისტორიული პარკის შესასვლელიდან სულ რამდენიმე წუთის სავალში. ის ძალიან კარგად არის განლაგებული როგორც დამსვენებელი ტურისტების, ასევე კორპორატიული მოგზაურების მისაღებად.
Crowne Plaza Hotels & Resorts არის დინამიური, მაღალი კლასის, ინტერკონტინენტალის გლობალური პორტფოლიოს შემადგენელი ბრენდი. წარმოდგენილი მსოფლიოს 65 ქვეყანაში - ურბანულ ცენტრებში, მოშორებულ ქალაქებსა და გამაჯანსაღებელ კურორტებზე.
სასტუმრო შედგება 101 თანამედროვე, კომფორტული ოთახისგან, რომელიც გადაჰყურებს ულამაზეს ქალაქს. კაფე ტერასაზე, ოთხი საკონფერენციო დარბაზი, ორი რესტორანი, ბარი და ღვინის ბარი, კლუბური ლაუნჯი, სატრენაჟორო დარბაზი, ექსკლუზიური გამაჯანსაღებელი და სპა-ცენტრი (2400 კვ.მ.), იოგა, აუზი, ჯაკუზი, ორთქლის ოთახები, დასვენების სხვადასხვა ობიექტი და გამაჯანსაღებელი პროცედურები დააკმაყოფილებენ
ყველაზე განსხვავებული გემოვნების მქონე ადამიანის მოთხოვნებს.
სასტუმრო «ქრაუნ პლაზა ბორჯომი» წარმოადგენს ნამდვილ სამოთხეს მათთვის, ვისაც სურს დაისვენოს და აღიდგინოს ძალები.

სასტუმრო «ქრაუნ პლაზა ბორჯომი»  აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების კოორდინატორის პოზიციაზე. 
სამუშაო ადგილი: ბორჯომი 
 
 ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 
  • ახალი პროდუქტის უცხო და ადგილობრივ ბაზარზე მოძიება; 
  • მომწოდებლებთან დაკავშირება და მოლაპარაკების წარმოება; 
  • შესყიდვების სრული ციკლის დაგეგმვა და კოორდინაცია (ყველა საჭირო დოკუმენტაციის/საბუთის წარმოება); 
  • მომწოდებლების ბაზრის კვლევა, ახალი მომწოდებლების მოძიება; 
  • შემოსული მოთხოვნის შესაბამისად შესასყიდი პროდუქციისა და ახალი მომწოდებლების მოძიება; 
  • ფასების ანალიტიკა და ოპტიმიზაცია კომპანიის სტრატეგიის მიხედვით; 
  • მარაგების მუდმივი კონტროლი და მონიტორინგი; 
  • საწყობში არსებული ნაშთების კონტროლი; 
  • შესყიდვის პროცესისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება და დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა; 
  • პირობების შეთანხმება და მოწოდების ვადებისა და გრაფიკის შეთანხმება; 
  • საჭიროების შემთხვევაში საბაჟო სამსახურისათვის დოკუმენტაციის მომზადება და პროცედურების კონტროლი; 
  • მომწოდებლების ბაზების შედგენა და მუდმივად განახლება; 
  • მომწოდებელი საერთაშორისო კომპანიების მოძიება, მოლაპარაკებების წარმოება, პროდუქციის შესწავლა და ანალიზი; 
  • ტენდერების გამოცხადების ორგანიზება; 
  • მომწოდებლებთან შესყიდვასთან დაკავშირებული მოლაპარაკების წარმოება, კონტრაქტების გაფორმება; 
  • შესყიდული პროდუქციის ტრანსპორტირების კოორდინირება; 
  • შესყიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება, გადარიცხვების კონტროლი; 
  • მომწოდებლებისგან წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისწორის კონტროლი; 
  • პოზიციასთან დაკავშირებული სხვა მოვალეობების შესრულება;  
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის მიმართულებით); 
  • გამოცდილება ადგილობრივი და უცხოური ბაზრების კვლევის მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად; 
  • აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა; 
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Word, Excel and Outlook, Materials Control). 
  • მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება (უპირატესობად ჩაითვლება გამოცდილება სასტუმრო/მომსახურების სფეროში შესყიდვების პოზიციაზე;) 
 
პიროვნული თვისებები: 
  • ორგანიზებულობა; 
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი; 
  • კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების ეფექტურად წარმართვის უნარი; 
  • ანალიტიკური აზროვნება; 
  • დეტალებზე ორიენტირებული; 
  • წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. 

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@cpborjomi.com  გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - შესყიდვების  კოორდინატორი.