F&B მენეჯერი

ბორჯომი სრული განაკვეთი Crowne Plaza Borjomi
მივლინება: არა
ენები: რუსული, ინგლისური
სასტუმრო/რესტორანი/კვება: კვებისა და სასმელების მენეჯერი
სასტუმრო «ქრაუნ პლაზა ბორჯომი» მდებარეობს ბორჯომის ცენტრში, საქართველოს თვალწარმტაც სპა და საკურორტო ქალაქში, რომელიც არტეზიული ბუნებრივი წყლებით არის ცნობილი, ბორჯომის ისტორიული პარკის შესასვლელიდან სულ რამდენიმე წუთის სავალში. ის ძალიან კარგად არის განლაგებული როგორც დამსვენებელი ტურისტების, ასევე კორპორატიული მოგზაურების მისაღებად. 

Crowne Plaza Hotels & Resorts არის დინამიური, მაღალი კლასის, ინტერკონტინენტალის გლობალური პორტფოლიოს შემადგენელი ბრენდი. წარმოდგენილი მსოფლიოს 65 ქვეყანაში - ურბანულ ცენტრებში, მოშორებულ ქალაქებსა და გამაჯანსაღებელ კურორტებზე.
სასტუმრო  შედგება 101 თანამედროვე, კომფორტული ოთახისგან, რომელიც გადაჰყურებს ულამაზეს ქალაქს. კაფე ტერასაზე, ოთხი საკონფერენციო დარბაზი, ორი რესტორანი, ბარი და ღვინის ბარი, კლუბური ლაუნჯი, სატრენაჟორო დარბაზი, ექსკლუზიური გამაჯანსაღებელი და სპა-ცენტრი (2400 კვ.მ.), იოგა, აუზი, ჯაკუზი, ორთქლის ოთახები, დასვენების სხვადასხვა ობიექტი და გამაჯანსაღებელი პროცედურები დააკმაყოფილებენ ყველაზე განსხვავებული გემოვნების მქონე ადამიანის მოთხოვნებს. 
სასტუმრო «ქრაუნ პლაზა ბორჯომი» წარმოადგენს ნამდვილ სამოთხეს მათთვის, ვისაც სურს დაისვენოს და აღიდგინოს ძალები.


სასტუმრო «ქრაუნ პლაზა ბორჯომი»  აცხადებს ვაკანსიას F&B მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ბორჯომი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • F&B პროცესებისა და სტანდარტების მართვა და კონტროლი;
  • F&B პროცესების, გუნდი მუშაობის და ფინანსების დაგეგმვა, მართვა და მონიტორინგი; 
  • გაყიდვების გაზრდა, სტუმრების კმაყოფილება, თანამშრომელთა მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფა;
  • საკვებისა და სასმელის დეპარტამენტის ოპერაციებისა და ბიუჯეტის შესაბამისი სტანდარტებით მართვა;
  • სტუმრების საჭიროებების იდენტიფიცირება და ოპერატიული რეაგირება პრობლემის მოსაგვარებლად;
  • სამოქმედო მიზნების ჩამოყალიბება, მიღწევის გზების დასახვა, შესრულების კონტროლი გეგმის მიხედვით;
  • ყოველდღიური აქტიური პროცესების მართვა;
  • ყოველწლიური ბიუჯეტის დაგეგმვა; რეპორტინგი გენერალურ მენეჯმენტთან;
  • მარკეტინგულ ღონისძიებებში ჩართულობა;
  • პოზიციისთვის მნიშვნელოვანია მომსახურებისა სტანდარტების ცოდნა და პრობლემების გადაჭრისთვის სწორი კომუნიკაციის უნარი, მენეჯერული და გუნდური მუშაობის უნარები. ხარისხის მიმართ დამოკიდებულება და პასუხისმგებლობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასტუმროს F&B მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • მომსახურების სერვისის სტანდარტების ცოდნა;
  • სასტუმროს საოპერაციო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
  • HACCP-ის სტანდარტების ცოდნა;
  • ბრენდში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • გუნდში მუშაობის უნარი;

პიროვნული თვისებები:
  • ხედვა/სტრატეგიული აზროვნება
  • გუნდის მართვის უნარი
  • მიზანსწრაფული და შედეგზე ორიენტირებული
  • ინიციატივის გამოჩენის უნარი
  • გადაწყვეტილების მიღების უნარი
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი
  • ფუნქციების სწორად გადანაწილების უნარი
  • თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა
  • პასუხისმგებლობის გრძნობა

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@cpborjomi.com  გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - F&B მენეჯერი.