ინგლისურენოვანი გიდი

თბილისი მოქნილი გრაფიკი Gamarjoba Georgia Tours
მივლინება: არა ხელფასი: 800 - 2400
განათლება: საშუალო განათლება ენები: ინგლისური, რუსული, ესპანური
ტურიზმი/გართობის სექტორი: გიდი

Gamarjoba Georgia Tours აცხადებს ვაკანსიას ინგლისურენოვანი  გიდის პოზიციაზე.

 

Gamarjoba Georgia Tours - თავისუფალი და მოაზროვნე  ადამიანებით დაკომპლექტებული გუნდი, რომელიც  ტურიზმის სფეროშია 2018 წლიდან. 5 წლის განმავლობაში კომპანიამ მიაღწია მრავალ წარმატებას. 2019 წელს გახდა ლიდერი საერთაშორისო  ტურისტულ პლატფორმებზე. 2020 წელს  დასახელდა "Travaler's choice 2020" და ამავე წელს მიენიჭა სერთიფიკატი - "Certificate of excellence" 2022 წელს განმეორებით მოიპოვა ჯილდო იმავე ნომინაციაში  და გახდა" Travaler's choice 2022 "Gamarjoba Georgia”  წარმატებით აგრძელებს საქმიანობას ტურიზმის სფეროში და  ეძებს ახალ თანაგუნდელებს.

სასურველია თუ გასაუბრებაზე მოსვლამდე, გაეცნობით კომპანიის პროფილს, რათა მიახლოებითი წარმოდგენა მაინც გქონდეთ ჩვენს შესახებ. აუცილებლად შეგეკითხებით პირისპირ შეხვედრის დროს.

 

ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული, ურთიერთპატივისცემაზე და შრომისა თუ ნიჭის დაფასებაზე ორიენტირებული გარემო, სადაც თითოეული გუნდის წევრი მაქსიმალურად ზრუნავს თანამშრომლის კეთილდღეობასა და განვითარებაზე.

 

გამოცდილება არ არის აუცილებელი მოთხოვნა, რადგან ჩვენ შეგვიძლია სრულიად ნულიდან შეგასწავლოთ ეს პროფესია შესაბამისი თეორიული და პრაქტიკული ტრენინგებით, რაც საშუალებას მოგცემთ აქციოთ თქვენი შემოსავლის ძირითად წყაროდ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გექნებათ ამისათვის საკმარისი მზაობა!


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა.

 

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • პუნქტუალურობა
  • ენერგიულობა
  • კომუნიკაბელურობა
  • კარგი გადმოცემის უნარი 
  • კარგი იუმორის გრძნობა
  • თავისუფალი აზროვნება


ანაზღაურება განისაზღვრება ჩატარებული ტურების დღეების რაოდენობის მიხედვით. მათ, ვინც წარმატებით გაივლის პირველ საფეხურს, გონივრული ვადისა და შესაბამისი შედეგების შემდეგ, დღიური ანაზღაურება გაეზრდებათ.

 

დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოაგზავნოთ CV მისამართზე:  gamarjobageorgiatoursjaba@gmail.com 

ან დაგვიკავშირდით ნომერზე:+995571000161


გთხოვთელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსის დასახელება - "ინგლიურენვანი გიდი."